შერჩევის პროცესი

  • აპლიკაციების გადარჩევა – თანამშრომელთა შერჩევის ელექტრონული აპლიკაცია (ERA)-ს მეშვეობით გადაირჩევა ის აპლიკაციები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიაში დაფიქსირებულ მინიმალურ მოთხოვნებს.
  • ტესტირება – საელჩო იტოვებს უფლებას, აპლიკანტებს ჩაუტაროს ტესტირება ვაკანსიაში დაფიქსირებული მოთხოვნების შესაბამისად. (მაგალითად: უცხო ენის ტესტი, პროფესიული ტესტი და ა.შ.)
  • გასაუბრება – უმეტეს შემთხევაში გასაუბრება ტარდება ვაკანსიის დახურვიდან 6 კვირის მანძილზე. თუ მოცემულ ვადებში არ მოხდა თქვენთან დაკავშირება, შესაბამისად, თქვენი აპლიკაცია კონკრეტულ პოზიციაზე არ იყო მისაღები.
  • პირობითი შეთავაზება – შერჩევის შემთხვევაში თქვენ გადმოგეცემათ პირობითი შეთავაზების წერილი. წერილში მითითებული იქნება ინფორმაცია ანაზღაურებასა და დასაქმების პირობებზე. მოცემულ წერილზე ხელმოწერით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით შემოთავაზებულ პირობებს. (ჩვენი რჩევაა, არ დატოვოთ არსებული სამუშაო ადგილი სამედიცინო და უსაფრთხოების შემოწმების წარმატებით დასრულებამდე.)
  • სამედიცინო და უსაფრთხოების შემოწმება – შემდეგი ეტაპია სამედიცინო და უსაფრთხოების შემოწმება, რომლის შესახებაც ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება დეტალურად გააცნობს შერჩეულ კანდიდატებს. უსაფრთხოების შემოწმებას სჭირდება რამოდენიმე კვირა/თვე.
  • საბოლოო შეთავაზება – კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ეტაპს, მიიღებენ საბოლოო დასტურის წერილს, რაც ნიშნავს რომ ისინი გახდნენ აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები.

გისურვებთ  წარმატებებს!