ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში

ამერიკის ელჩი საქართველოში

ამერიკის ელჩი არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. მისი მოვალეობაა აშშ-ის დიპლომატიური მისიის წარმართვა საქართველოში აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებისათვის. მისი ძალისხმევა მიმართულია აგრეთვე იქით, რომ საქართველოში უფრო მეტად გასაგები იყოს შეერთებული შტატების ოფიციალური ინტერესები, და პირიქით, აშშ-ის პოლიტიკოსებს მიეწოდოს საქართველოში არსებული სიტუაციის სწორი და ნათელი სურათი.
ელჩს ჰყავს მოადგილე, რომელსაც, ელჩის არყოფნის დროს საქართველოში, ენიჭება ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ოფიციალური ტიტული. ამჟამად, მისიას სათავეში უდგას აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.

საელჩოს შემადგენლობა

საელჩოს შემადგენლობაში შედის ადმინისტრაციული, პოლიტიკურ-ეკონომიკური, საკონსულო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებები. გარდა ამისა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ახორციელებს ჰუმანიტარული დახმარების, დემოკრატიის განვითარებისა და ეკონომიკური რესტრუქტურიზაციის პროგრამებს. სამხედრო ატაშე პასუხისმგებელია განახორციელოს სამხედრო თანამშრომლობის პროგრამები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად.