Flag

An official website of the United States government

საგანგებო პასპორტები
ავტორი
4 წუთიანი საკითხავი

გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი მნიშნელოვანი იმფორმაცია:

  • ახალი პასპორტის ჩამოსვლას ჭირდება დაახლოებით ოთხი კვირა, მაგრამ COVID-თან დაკავშირებული შეფერხებების გამო შესაძლოა პასპორტის ჩამოსვლას დაჭირდეს მეტი დრო. საპასპორტო მომსახურება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარ დანიშნული შეხვედრის საფუძველზე. მომსახურებაზე შეხვედრის წინასწარ დანიშვნისათვის დააჭირეთ აქ. თითოეული განმცხადებელი საჭიროებს ცალკე დანიშნულ შეხვედრას.
  • თუ თქვენ გაქვთ საგანგებო სიტუაცია, საგანგებო პასპორტი (EPDP) შესაძლებელია გაიცეს 1-2 საათში, მაგრამ მხოლოდ ერთ წლიანი მოქმედების ვადით. გამოყენების შემდეგ საგანგებო პასპორტი უნდა შეიცვალოს სრული მოქმედების მქონე პასპორტით.
  • საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, შეხვედრის წინასწარ დასანიშნად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: AskConsulTbilisi@state.gov
  • საგანგებო პასპორტზე (EPDP) მიმართვისათვის მიყევით სრულწლოვანთა ან არასრულწლოვანთა პასპორტის განაცხადის ზოგად ინსტრუქციებს.
  • თუ თქვენზე გაიცა საგანგებო შეზღუდული მოქმედების პასპორტი (EPDP) გამგზავრების გადაუდებელი საჭიროების გამო, ჩვენ გირჩევთ შეცვალოთ ის სრული მოქმედების პასპორტით დაუყოვნებლივ თქვენი მოგზაურობის დასრულების შემდეგ.
  • თქვენ შეძლებთ გადასახადის გარეშე საგანგებო შეზღუდული მოქმედების პასპორტის (EPDP) შეცვლას სრული მოქმედების პასპორტით ერთი წლის განმავლობაში საგანგებო შეზღუდული მოქმედების პასპორტის გაცემის თარიღიდან. ამისათვის შეხვედრის წინასწარ დასანიშნად გთხოვთ დააჭირეთ აქ და წარადგინოთ შემდეგი საბუთები:
    • ფორმა DS-5504
    • საგანგებო შეზღუდული მოქმედების პასპორტი (EPDP)
    • ფოტო 2 x 2-ზე ინჩებში (51 x 51 მმ) გადაღებული თეთრ ფონზე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, სათვალის გარეშე
  • თუ თქვენზე გაიცა საგანგებო შეზღუდული მოქმედების პასპორტი (EPDP) ერთ წელზე მეტი ხნის წინ, მიყევით სრულწლოვანთა ან არასრულწლოვანთა პასპორტის განაცხადის ზოგად ინსტრუქციებს, რომელიც მოითხოვს შესაბამისი მოსაკრებლის გადახდას.