ამერიკის მთავრობის პროგრამების კურსდამთავრებულების მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება (2 ივნისი)

ამერიკის მთავრობის პროგრამების კურსდამთავრებულების მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება (2 ივნისი)


3 ივნისს, აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი გახსნის „ამერიკის მთავრობის პროგრამების კურსდამთავრებულთა ასოციაციის ევროპული ქსელის“ (ENAM) მე-10  ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: ,,ევროპა ახალი გამოწვევების წინაშე“ (Brave New Europe).  საერთაშორისო კონფერენცია ორგანიზებულია „აშშ მთავრობის გაცვლითი პროგრამების ქართველ მონაწილეთა ასოციაციის“ (EPAG) მიერ, ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით და მასში 11 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
  კონფერენციაზე გაიმართება პანელური დისკუსიები ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა: მიგრაცია, უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები,  პროპაგანდის როლი, და სხვა.   კონფერენციაზე მოხსენებით გამოვლენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და საერთაშორისო/ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.   კონფერენცია გაიხსნება 10:00 საათზე, 3 ივნისს, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“.