ევროკავშირის წარმომადგენლობისა და აშშ-ის საელჩოს ერთობლივი განცხადება სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღასთან“ დაკავშირებით (16 მაისი)

ევროკავშირის წარმომადგენლობისა და აშშ-ის საელჩოს ერთობლივი განცხადება სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღასთან“ დაკავშირებით (16 მაისი)

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში დადებითად აფასებს სასამართლო რეფორმის ,,მეოთხე ტალღაზე“ მომუშავე სამუშაო ჯგუფის 11-12 მაისის შედეგიან შეხვედრებს და თანამშრომლობას. იმედი გვაქვს, რომ სამუშაო ჯგუფი მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს და გაითვალისწინებს აშშ-ისა და ევროკავშირის დელეგაციების მიერ შეთავაზებულ რეკომენდაციებს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ სფეროს დახმარებასა და მხარდაჭერას. მოუთმენლად ველით შემდგომ თანამშრომლობას.