



აღჭურვილობის გადაცემა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მთავრობისთვის
შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამით, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის თანამშრომლობის ოფისმა, საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურის – ბრიგადის გენერალ რომან ჯოხაძის მხარდაჭერით, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მთავრობას $231 000-ზე მეტი ღირებულების აღჭურვილობა გადაეცა. ეს მხარდაჭერა ზრდის მუნიციპალიტეტის კატასტროფებზე მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობებს და საშუალებას აძლევს ადგილობრივ ხელისუფლებას უფრო ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს სტიქიურ უბედურებებზე. ეს არის მრავალიდან პირველი დახმარება რეგიონში, რომელიც შესაძლებელი გახდა აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობით, დამატებით 2 მილიონი აშშ დოლარი არის გამოყოფილი სამედიცინო მომსახურებისთვის, სასწრაფო დახმარებისთვის და კატასტროფებისთვის მზადყოფნისთვის. ჩვენი თანამშრომლობის შედეგია უფრო ძლიერი, უფრო გამძლე საქართველო, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს სტიქიურ თუ წარმოებულ კატასტროფებს. ჩვენ ერთად შეგვიძლია გავაუმჯობესოთ თითოეული ქართველის ცხოვრება. ძალა ერთობაშია!