ღია კონკურსი მუზეუმების თანამშრომლებისთვის და დამოუკიდებელი კურატორებისთვის თემაზე გამოფენის კურატორი და საგამოფენო სივრცის მართვა (30 ივნისი)

ღია კონკურსი მუზეუმების თანამშრომლებისთვის და დამოუკიდებელი კურატორებისთვის თემაზე გამოფენის კურატორი და საგამოფენო სივრცის მართვა (30 ივნისი)

 

აშშ-ის საელჩო აცხადებს ღია კონკურსს მუზეუმების თანამშრომლებისთვისა და დამოუკიდებელი კურატორებისთვის თემაზე: გამოფენის კურატორი და საგამოფენო სივრცის მართვა. ამ სფეროში ჯილდოს მფლობელი დიზაინერი, პატრიკ გალაჰერი შერჩეული თანამშრომლებისთვის გაუძღვება ვორქშოფებს საგამოფენო სივრცის კრეატიულ და ინოვაციურ დიზაინზე. იგი ცნობილია თავისი უნიკალური არქიტექტორული ხედვით. ობიექტის ხასიათის წარმოჩენამ, სივრცის, სინათლისა და პროპორციის გამოყენებამ მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. პატრიკ გალაჰერის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის არის საერთაშორისო ჯაშუშთა და ეროვნული არქივის მუზეუმები ვაშინგტონში, სმითსონიანის ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმის სანტის ოკეანის დარბაზი, ლოს-ანჯელესის გრემის მუზეუმი და ა.შ.
ვორქშოფში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა 15 მონაწილე. პროექტში მონაწილეობა უფასოა. ტრანსპორტირების (თბილისი-ყვარელი-თბილისი), განთავსებისა და კვების ხარჯს ფარავს აშშ-ის საელჩო. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, თქვენი CV და სამოტივაციო წერილი (არანაკლებ 250 სიტყვისა) გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: tbilisicultural@state.gov არაუგვიანეს 2017 წლის 6 ივლისის 24:00 საათისა. ელ-ფოსტის სათაურში მიუთითეთ Workshop on Museum curation and management, წინააღმდეგ შემთხვევაშითქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ადგილმდებარეობა: სასტუმრო „ყვარლის ედემი“
თარიღი: 13-14 ივლისი (თბილისიდან ყვარლის მიმართულებით გასვლა ხუთშაბათს,13 ივლისს, 08:45 საათზე. ვორქშოფები დასრულდება პარასკევს, 14 ივლისს, 16:00 საათზე).