საინფორმაციო ბროშურა: ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია მსოფლიო მასშტაბით 55 მილიონი დოზის გაცემის გეგმას აცხადებს

დღეს, პრეზიდენტ ბაიდენის დაპირებისამებრ, ამერიკის საკუთრებაში არსებული ვაქცინის მარაგიდან, რომელიც გლობალური პანდემიის დასასრულებლად ივნისის ბოლომდე უნდა გაიცეს, ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია აცხადებს 80 მილიონი დოზიდან 55 მილიონის განაწილების სიას. იმ დროს, როდესაც შინ განვაგრძობთ COVID-19-თან ბრძოლას და ვმუშაობთ მსოფლიოში პანდემიის დასრულებაზე, პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები მსოფლიოსთვის ვაქცინის არსენალი იქნება. ამ გეგმის ნაწილია ჩვენს შიდა მარაგში არსებული ვაქცინების გაჩუქება და პრეზიდენტმა ივნისის ბოლომდე 80 მილიონი დოზის გაცემის პირობა დადო. თვის დასაწყისში ადმინისტრაციამ გამოაცხადა პირველი 25 მილიონი დოზის გეგმა, რომლის ტრანსპორტირება უკვე დავიწყეთ, დღევანდელი განცხადება კი დარჩენილი 55 მილიონი დოზით სიას ასრულებს. ამ ყველა დოზაზე, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის გათვალისწინებით, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოთ ყველაზე მაღალი რისკის მქონეთ, როგორიცაა მედიცინის მუშაკები.

ამ 55 მილიონი ვაქცინიდან, დაახლოებით, 14 მილიონი – ან 25%, გაზიარებული იქნება რეგიონულ პრიორიტეტებსა და სხვა ადრესატებზე, როგორიცაა: კოლუმბია, არგენტინა, ჰაიტი, კარიბის გაერთიანების სხვა ქვეყნები, დომინიკის რესპუბლიკა, კოსტა რიკა, პანამა, ავღანეთი, ბანგლადეში, პაკისტანი, ფილიპინები, ვიეტნამი, ინდონეზია, სამხრეთ აფრიკა, ნიგერია, კენია, განა, კაბო ვერდე, ეგვიპტე, იორდანია, ერაყი, იემენი, ტუნისი, ომანი, მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი და ღაზა, უკრაინა, კოსოვო, საქართველო, მოლდოვა და ბოსნია.

*შენიშვნა, ქართული ვერსია არასრულია, გთხოვთ, იხილოთ ინგლისური გვერდი.