საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა

„საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ (GDDEI) არის უსაფრთხოების სფეროში ამერიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ახალი ინიციატივა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შემდგომ მოდერნიზაციასა და განვითარებას საერთო უსაფრთხოების ინტერესების მხარდასაჭერად.

  • „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ წარმოაჩენს ამერიკის უწყვეტ ერთგულებას საქართველოსადმი და ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.
  • „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ არის ამერიკისა და საქართველოს ოფიციალური ორმხრივი ძალისხმევა, რომ გაგრძელდეს ძლიერი სამხედრო ურთიერთთანამშრომლობა და გაძლიერდეს „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP)“ წარმატება, რომელიც 2021 წლის დეკემბერში დასრულდება.
  • „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ იქნება უსაფრთხოების სფეროში ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის მრავალწლიანი ინვესტიცია, რომელიც დაიწყება „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის “დასრულებისთანავე. 2018 წლის მაისიდან GDRP იყო საქართველოსთან უსაფრთხოების თანამშრომლობის ძირითადი პროგრამა.
  • „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ შედგება ორი კომპონენტისგან. ერთი ყურადღებას გაამახვილებს ორგანიზაციულ ცვლილებაზე თავდაცვის სექტორში ინსტიტუციონალური შესაძლებლობების ჩამოყალიბების კუთხით. მეორე კომპონენტი, კი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების  შესაძლებლობების გაძლიერებას წვრთნებსა და კომბინირებულ სამხედრო ოპერაციებში ბრიგადების ჩართვით, რაც აუცილებელია ტერიტორიული თავდაცვისთვის.
  • „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ გააგრძელებს „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მიღწეულ პროგრესს,
  • შეკავებისა და ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებით, ხელს შეუწყობს ნატოსთან ურთიერთთავსებადობასა და ინსტიტუციურ რეფორმირებასა და მოდერნიზაციას ორგანიზაციული ცვლილებების მართვის მეშვეობით.
  • საქართველოს მთელი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, რომლის მხარდაჭერასაც -„საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ ისახავს მიზნად, მოითხოვს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სამინისტროებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას.
  • აშშ-ი კვლავაც ერთგული რჩება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართ, რათა მან  შეძლოს თავდაცვა  და საერთაშორისო უსაფრთხოებაში წვლილის შეტანა. ჩვენ გავაგრძელებთ  სამხედრო თანამშრომლობას, გემის ვიზიტებსა და ერთობლივ სამხედრო სწავლებებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს დახმარებას თავდაცვის შესაძლებლობებისა და ნატოს ძალებთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესების კუთხით.

აშშ-ის ევროპულ სარდლობას ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამხედრო ურთიერთთანამშრომლობა აქვს საქართველოს თავდაცვის ძალებთან. ჩვენმა ერთობლივმა წვრთნებმა მიგვიყვანა ძლიერ და სტრატეგიულ ურთიერთობამდე, რაც წარმოაჩენს საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის ევროპულ სარდლობას, როგორც მზადმყოფ ძალებს. ჩვენ მოუთმენლად ველით მომავალ შესაძლებლობებს, ჩვენი ძლიერი ურთიერთობის გასაგრძელებლად სწავლებების მეშვეობით, რაც გააძლიერებს სამხედრო შესაძლებლობებს უსაფრთხოების დინამიურ გარემოში.