ქართული კომიქსის “Fatal Error” საზეიმო პრეზენტაცია (19 სექტემბერი)

ქართული კომიქსის “Fatal Error” საზეიმო პრეზენტაცია (19 სექტემბერი)

ამერიკის საელჩო თბილისში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად სიამაყით აცხადებს კომიქსის „ფატალური შეცდომა“ პრეზენტაციას, რომელიც სრულად ქართველი ახალგაზრდების მიერ არის შექმნილი.

ყველას შეგიძლიათ  მობრძანდეთ, შეხვდეთ მწერლებს, ხელოვანებს და მიიღოთ კომიქსი საჩუქრად.

დეტალური ინფორმაცია ღონისძიების შესახებ:

პარასკევი, 23 სექტემბერი, 2016

ბიბლუსის გალერეა, ი. ჭავჭავაძის გამზირი 7, თბილისი.

18:00 საათი. დასწრება თავისუფალია.

„ფატალური შეცდომა“, რომლის მოქმედებაც ვიდეო თამაშში ვითარდება, ამახვილებს ყურადღებას ისეთ პრობლემებზე, როგორებიცაა დამოკიდებულება და ომი, ამავდროულად, ხაზს უსვამს გუნდურ მუშაობასა და გენდერულ თანასწორობას.

„ფატალური შეცდომა“ გამოიცა სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფ „Empower Women”-ისა და ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების მიერ. პროექტი განხორციელდა აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, სან-დიეგოს უნივერსიტეტის ადმინისტრირებითა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დახმარებით. „ფატალური შეცდომის“ შემქმნელებს კომიქსების წერის სემინარები ჩაუტარეს მწერალმა ვან ჯენსენმა (The FlashGreen Lantern Corps და ავტორ-ილუსტრატორმა დევიდ მაკმა (DaredevilKabuki). კომიქსების ელჩები ვანი და დევიდი საქართველოში ივნისში იმყოფებოდნენ, მათი ვიზიტი აშშ-ის საელჩოს მიერ საქართველოში ახალგაზრდებისა და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში გაიმართა.     

„ფატალური შეცდომის“ ასლები ხელმისაწვდომი იქნება ამერიკულ კუთხეებში: თბილისი, თელავი, ქუთაისი, ბათუმი, ახალციხე, ზუგდიდი, რუსთავი და ხაშური. ასევე, აშშ-ის საელჩოს ბუქმობილში, რომელიც ემსახურება წეროვანში, ფრეზეთსა და გალავანში არსებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებს. ამერიკულ კუთხეებსა და ბუქმობილში, რომლებიც ფინანსდება აშშ-ის საელჩოს მიერ, ხელმისაწვდომია უფასო ინტერნეტი/კომპიუტერები და ინგლისური ენის შესასწავლი მასალა ყველა ასაკისათვის. ამერიკული კუთხეების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ: https://georgia.usembassy.gov/american-corners-2.html

„ფატალური შეცდომის“ გუნდის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ფეისბუქის გვერდზე: https://www.facebook.com/fatalerrorcomic/