NASCAR -ის ავტომრბოლელი ქალი ქალების გასაძლიერებლად (21 მაისი)

NASCAR -ის ავტომრბოლელი ქალი ქალების გასაძლიერებლად (21 მაისი)

თბილისი, 21 მაისი, 2018 – ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით საქართველოში ჩამოდის NASCAR-ის ავტომრბოლელი ქალი ჯენიფერ ჯო კობი. ის საქართველოში იქნება 27 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, რათა მონაწილეობა მიიღოს ერთკვირიან კამპანიაში „ქალებს ყველაფერი შეუძლიათ“.
28 მაისს, 19:00 საათზე მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ თბილისის საკრებულოში პრესკონფერენციაზე დასასწრებად. პრესკონფერენციაში მონაწილეობენ ჯენიფერ კობი, ქართველი ავტომრბოლელი ქალები და ელისაბედ რუდი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლი.
ჯენიფერ კობი გამართავს შემდეგ საჯარო ღონისძიებებსა და სამუშაო შეხვედრებს (ვორკშოფებს):
• ორშაბათი, 28 მაისი, 14:30 – სპექტრი, პროფტექნიკური სასწვალებელი, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩა, #10 (სასწავლებელს აქვს მისასვლელი შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებისთვის);
• სამშაბათი, 29 მაისი, 14:30 – ზუგდიდის ტექნოპარკი, ლაღიძის ქუჩა #2;
• სამშაბათი, 29 მაისი, 17:00 – ფოთი, საქართველოს ახალი უნივერსიტეტი, გურიის ქუჩა #1;
• ოთხშაბათი, 30 მაისი, 13:00 – ქობულეთი, ახალი ტალღა, პროფტექნიკური სასწავლებელი, რუსთაველის ქუჩა #154;
• ოთხშაბათი, 30 მაისი, 16:00 – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი, ნინოშვილის/რუსთაველის 35/32;
• ხუთშაბათი, 31 მაისი, 15:00 – გორის სამხედრო აკადემია, დახურული შეხვედრა ქალ და მამაკაც კადეტებთან;
• შაბათი, 2 ივნისი, 11:00 – 16:00 – ავტორბოლა რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომში ჯენიფერ კობის და ქართველი ავტომრბოლელი ქალების მონაწილეობით.

კვირას, 27 მაისს, 11:00 საათზე ჯენიფერ კობი მონაწილეობას მიიღებს ავტორბოლის პირველ მონაკვეთში ზოი უიტეკერთან, ბრიტანელ ავტომრბოლელ ქალთან ერთად. ღონისძიება იმართება ქართულ-ბრიტანულ სავაჭრო პალატასა და საქართველოში ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით.
ჯენიფერ კობის ვიზიტს საქართველოში აფინანსებენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია შემდეგ ორგანიზაციებთან ერთად: რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი, საქართველოს ავტოსპორტის ქალთა ფედერაცია, პემ კონსალტი (PEM CONSULT), რუსთავის მერია, თბილისის საკრებულოს კულტურის განყოფილება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ჯენიფერ კობი არის პროფესიონალი ავტომრბოლელი, NASCAR-ის გუნდის მფლობელი, სპიკერი და მეწარმე. ჯენიფერმა ავტორბოლა დაიწყო NASCAR-ის შექმნის პირველი დღეებიდან კანზას სიტიში, 1991 წელს.
მას ჰყავს თავისი გუნდი და მონაწილეობს NASCAR-ის შეჯიბრებებში, რომელიც იმართება როგორც ამერიკაში, ასევე მსოფლიოში.
გთხოვთ, პრესასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმართოთ tbilisipress@state.gov