Flag

An official website of the United States government

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის კადრების განვითარების რეგიონალური მრჩეველი
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი

თუშარ სინგჰი, ქვეყნის ოფისის დირექტორი, საქართველო

ქვეყნის ოფისის დირექტორი, საქართველო | აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის კადრების განვითარების რეგიონალური მრჩეველი

ბიოგრაფია: დოქტორ თუშარ სინგჰს უკავია საქართველოს ოფისის დირექტორის და კადრების განვითარების რეგიონალური მრჩეველის თანამდებობა CDC-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის (EECA) ოფისში, რომელიც მდებარეობს თბილისში, საქართველო. ქვეყნის ოფისის დირექტორის თანამდებობაზე დოქტორ სინგჰი მხარს უჭერს საქართველოში CDC-ის გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და სხვა პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას. რეგიონალური მრჩეველის როლში ის მხარს უჭერს საველე ეპიდემიოლოგიის სასწავლო პროგრამის (FETP) შემუშავებას, ჩამოყალიბებასა და მდგრადობას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში საგანგებო სიტუაციების მართვას და სამუშაო რესურსების განვითარების სხვა ინიციატივებს. 2021 წლის აგვისტოში საქართველოში ჩამოსვლამდე, დოქტორ სინგჰს ეკავა CDC-ის ქვეყნის ოფისის დირექტორის თანამდებობა სიერა ლეონეში. იგი ხელმძღვანელობდა სტრატეგიულ დაგეგმვას, პოლიტიკის შემუშავებას და მენეჯმენტს CDC-ის ისეთი პროგრამებისთვის, როგორიცაა გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ინიციატივა (GHSA) აშშ-ის პრეზიდენტის შიდსთან ბრძოლის საგანგებო გეგმა (PEPFAR), აშშ-ის პრეზიდენტის მალარიის ინიციატივა (PMI) და კოვიდ-19-ზე რეაგირება.

მან ასევე მხარი დაუჭირა გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების სტრატეგიების შემუშავებას CDC-ის სათაო ოფისში ატლანტაში.

2016-18 წლებში სიერა ლეონეში დოქტორ სინგჰს ეკავა CDC-ის საველე ეპიდემიოლოგიის სასწავლო პროგრამის (FETP-ის) რეზიდენტ-მრჩევლის თანამდებობა . ის ხელმძღვანელობდა ქვეყანაში FETP-Frontline-ისა და FETP-Intermediate-ის პროგრამების დაარსებას და მხარს უჭერდა სტრატეგიული და ოპერატიული გეგმების შემუშავებას სიერა ლეონეში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს დასაარსებლად. 2014-2016 წლებში CDC-ის მიერ ებოლაზე რეაგირების მისიის დროს, დოქტორ სინგჰი რამდენჯერმე იყო მივლინებული დასავლეთ აფრიკაში, სადაც სხვადასხვა თანამდებობებზე მსახურობდა, დახმარებას უწევდა ებოლაზე რეაგირების რაიონულ ცენტრებს და ხელმძღვანელობდა კოორდინაციასა და რეაგირების ღონისძიებებს.

მანამდე დოქტორ სინგჰი მუშაობდა ექიმ-ეპიდემიოლოგად CDC-ის მოწევასთან ბრძოლისა და ჯანდაცვის სამმართველოში (OSH), სადაც მისი სპეციალიზაცია ელექტრონული სიგარეტი იყო. იგი მრავალ კვლევას ხელმძღვანელობდა, მათ შორის Vital Signs-ის ანგარიშს, რომლის დახმარებითაც მოხდა აშშ-ს პოლიტიკის შემუშავება ახალგაზრდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარების შესახებ. CDC-ში მან დაამთავრა ეპიდემიოლოგიური დაზვერვის სამსახურის (EIS) პროგრამა, სადაც ხელმძღვანელობდა და მონაწილეობდა რამდენიმე ეპიდაფეთქების გამოძიებაში როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე. EIS-ში სწავლის დროს, დოქტორ სინგჰი ალექსანდრე დ.ლანგმიურის ხსოვნის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა.

CDC-ში მუშაობის დაწყებამდე, დოქტორ სინგჰს ეკავა მეცნიერ-თანამშრომლის და პროგრამის მენეჯერის თანამდებობა პიტსბურგის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო ფაკულტეტზე. სხვადასხვა ადგილებში ის მართავდა, ახორციელებდა და ხელმძღვანელობდა მრავალრიცხოვან კოჰორტულ და კლინიკურ კვლევებს. მანამდე ის მუშაობდა ექიმად ინდოეთის საავადმყოფოებში, სადაც ხელმძღვანელობდა პაციენტების მოვლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვადასხვა საქმიანობას.

პიტსბურგის უნივერსიტეტში ბ-ნ სინგჰს მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი (PhD) გლობალური ჯანმრთელობის ეპიდემიოლოგიის დარგში . მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი (MS) ტროპიკული მედიცინისა და საერთაშორისო ჯანდაცვის დარგში გერმანიაში, შარიტეს სამედიცინო უნივერსიტეტში, ნორვეგიის ბერგენის უნივერსიტეტში და საფრანგეთის ბორდო სეგალენის უნივერსიტეტში, სადაც ის მუშაობდა აივ-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ინიციატივებზე. მან წარჩინებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია სამედიცინო დარგში (MD) ი.მ.სეჩენოვის სახელობის მოსკოვის პირველ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, რუსეთში. ამჟამად ცხოვრობს თბილისში, მეუღლესთან და ორ ვაჟთან ერთად.