პროფესორ ჯეისონ როზერფილდის კინო მონტაჟის ვორკშოპი (30 ივნისი)

პროფესორ ჯეისონ როზერფილდის კინო მონტაჟის ვორკშოპი (30 ივნისი)

3-დან 7 ივლისამდე, ქართველი დოკუმენტაილისტები მონაწილეობას მიიღებენ კინო მონტაჟის ვორკშოპში, რომელიც გაიმართება ფრონტლაინ ჯორჯიაოფისში ლადო ასათიანის 62-ში. მონაწილეები ისწავლიან ფილმის სტრუქტურის ძირითად პრინციპებს, გაეცნობიან Cliff-hanger-ისა (ფილმის დასრულება კულმინაციურ მომენტში) და Sizzle-Reel-ის (ვრცელი ტრეილერი) მეთოდებს.

ვორკშოპს გაუძღვება ჯეისონ როზენფილდი, ამერიკელი კინო მემონტაჟე და სამხრეთ კალიფორნიის კინო ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორი. ჯეისონ როზენფილდის ნამუშევრებს შორის არის როგორც დოკუმენტური და მხატვრული ფილმები, ასევე სატელევიზიო პროექტი, „წესი და კანონი: დანაშაული და სასჯელი“(Law and Order: Crime & Punishment). მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის „ემი“ (Emmy Awards) ტელე ფილმისთვის „მემფისის პოლიციის დეპარტამენტი: ომი ქუჩებში“ (Memphis PD: War on the Streets).

ვორკშოპი ჩატარდება“ ამერიკული კინოს წარდგენის“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიურო სამხრეთ კალიფორნიის კინო ხელოვნების სკოლასთან ერთად. ვორკშოპი ხორციელდება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივა „გადაიღე საქართველოში“ თანამშრომლობის ფარგლებში. პროგრამა მიზნად ისახავს ეკონომიკის განვითარებას  და კინორეჟისორების ხელშეწყობას არასამთავრობო და კერძო სექტორიდან დაფინანსების მოპოვების გაუმჯობესებაში. დაწვრილებით ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ელექტრონულ ფოსტაზე: Tbilisipress@state.gov