ამერიკული ხორბლის პირველი გზავნილი საქართველოში ჩამოვიდა (6 დეკემბერი)

Photo: Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia

ამერიკული ხორბლის პირველი გზავნილი საქართველოში ჩამოვიდა (6 დეკემბერი)

 

მიმდინარე კვირაში ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგრამის „სურსათი პროგრესისთვის“ ფარგლებში მაღალი ხარისხის ამერიკული ხორბლით დატვირთული გემი ფოთში ჩამოვიდა. ამიერიდან ქართულ კომპანიებს საშუალება ეძლევათ, ამერიკული „Hard Red” ტიპის ხორბალი შეიძინონ და მაღალი ხარისხის პურისა და საკონდიტრო ნაწარმისთვის ეს ახალი ინგრედიენტი გამოსცადონ.

აღნიშნული ხორბლის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა საქართველოს მეცხოველეობის სექტორს მოხმარდება. ეს ინვესტიცია, სოფლის მეორნეობის პროდუქტიულობის გაზრდისა და ფერმის მენეჯმენტის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით, საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტის სექტორებს გააძლიერებს. გარდა ამისა, პროგრამა „სურსათი პროგრესისთვის“ მოიცავს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის გაუმჯობესებას, პროდუქტთა ინოვაციებსა და მარკეტინგის ხელშეწყობას, რათა გაფართოვდეს ქართველი ფერმერების სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობის შესაძლებლობები.