ბათუმში თევზჰაკათონი 2016 იწყება (23 აპრილი)

დღეს, როდესაც დედამიწის დღეს აღვნიშნავთ, ბათუმის ამერიკულ კუთხეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მესამე ყოველწლიური თევზჰაკათონი გაიხსნება.

ოცდაათი პროგრამისტი, დიზაინერი და მეცნიერებით გატაცებული ენთუზიასტი უქმეებს ბათუმის ამერიკულ კუთხეში გაატარებს, რათა მეთევზეობის პრობლემის გადასაჭრელად საუკეთესო აპლიკაცია შექმნას. ბათუმის აქტივობა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მთელ მსოფლიოში ორგანიზებული თევზჰაკათონების ნაწილია. ესაა საჯარო და კერძო უწყებების თანამშრომლობის მაგალითი, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის მთავრობის კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეკავშირებას, რათა უპასუხოდ არ დარჩეს სახელმწიფო მდივან კერის მოწოდება ოკეანეთა გადარჩენის თაობაზე. შეჯიბრს მსაჯთა გუნდი შეაფასებს. გამარჯვებულსა და მეორეადგილოსანს ჯილდოები გადაეცემათ. პროექტის პარტნიორი, საინფორმაციო ტექნოლოგიების აკადემია STEP, თავის პრიზს ცალკე კატეგორიაში გასცემს.

თევზჰაკათონის დასრულების შემდეგ, მობილური ტექნოლოგიებისა და მეთევზეობის ექსპერტთა გლობალური ჯგუფი გამარჯვებულ აპლიკაციებს შეაფასებს და გრან-პრის მფლობელს გამოავლენს. გამარჯვებული მსოფლიო ოკეანეების დღეს, 8 ივნისს გამოცხადდება. ერთი გუნდი კომპანია „ვირჯინის“დაწესებულ 10,000 დოლარს მიიღებს. კიდევ ერთი გუნდის აპლიკაციის დახვეწაზე კი აშშ-ის მთავრობის კონტრაქტორი კომპანია იმუშავებს.

თევზჰაკათონისა და ამ უქმეებზე დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდსfishackathon.co. თევზჰაკათონის ამბებს თვალი მიადევნეთ სოციალურ მედიაშიც: @fishackathon@GPatState, და#codeforfish.