ყოფილი აშშ-ის ელჩის მოადგილის, ნიკოლას ბერლინერის კომენტარი მედიასთან ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დახურვის ცერემონიალზე ( 21 ივნისი)

ყოფილი აშშ-ის ელჩის მოადგილის, ნიკოლას ბერლინერის კომენტარი მედიასთან ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დახურვის ცერემონიალზე ( 21 ივნისი)

 

კითხვა: როგორ შეაფასებდით გუშინდელ მოვლენებს?

ნიკოლას ბერლინერი: ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან შეწუხებულები ვიყავით ამ მოვლენების ყურებისას. ვფიქრობ, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ძალადობა არის მიუღებელი. შემდეგ კი, აუცილებელია დიალოგი, აქ, საქართველოში. ყველა უნდა მიყვეს კონსტიტუციურ პროცესს, თუმცა, ამჟამად, საქართველოში მიმდინარებოს პოლარიზაცია. ვფიქრობ, ახლა ყველას იმედი გვაქვს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია გააგრძელებს მუშაობას და შეძლებენ ერთად კონსტრუქციული შედეგების მიღწევას.

კითხვა: რა შეგიძლიათ, თქვათ, რა იყო ყველაზე საშიში პროცესი ჩვენთვის?

ნიკოლას ბერლინერი: ჩემი აზრით, ძალადობასა და არეულობას ყოველთვის უნდა ვუფრთხილდეთ, რადგან ეს ძალიან საშიში რამ არის. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, ხალხი დაშავდა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დაშავებულები სწრაფად გამოჯანმრთელდებიან.

კითხვა: რას ფიქრობთ რუსი პოლიტიკოსის ვიზიტზე საქართველოში?

ნიკოლას ბერლინერი: ვფიქრობ, ეს აშკარად შეცდომა იყო და ხალხმა სამართლიანად გამოთქვა უკმაყოფილება. რა თქმა უნდა, მშვიდობიანი პროცესი, მშვიდოებიანი დემონსტრაცია, ამ გრძნობების გამოხატვა არის აბსოლუტურად მისაღები. თუმცა, ძალადობა მიუღებელია.

კითხვა: რას ფიქრობთ დაშავებულ სამოქალაქო პირებზე, რომელთა შორის ჟურნალისტებიც იყვნენ?

ნიკოლას ბერლინერი: ამ დროისთვის ყველა დეტალი ცნობილი არ არის, შესაბამისად, მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ამ საკითხის გამოკვლევა და გამოძიება, რათა ზუსტად ვნახოთ რა მოხდა და როგორ. რა თქმა უნდა, თვითონ ფაქტი, რომ ვინმე შავდება ძალიან ცუდია, ჟურნალისტი იქნება ეს თუ სხვა. ამგვარად, ჩვენ ვგმობთ ძალადობას და ვიმედოვნებთ, რომ ეს ძალადობა არ განმეორდება. ასევე საჭიროა სიმშვიდისა და დიალოგის პერიოდი.

კითხვა: თქვენ გაქვთ დიალოგი მთავრობის ან ოპოზიციური პარტიების წარმომადგნლებთან ?

ნიკოლას ბერლინერი: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ინარჩუნებს დიალოგს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან საქართველოში. ჩვენ ასე ვიქცეოდით ყოველთვის და ახლაც ასე გავაგრძელებთ. საქართველო ჩვენი პარტნიორია და გვინდა, რომ წარმატებას მიაღწიოს, ამისათვის კი შევეცდებით ნებისმიერი ფორმით დახმარებას. თუმცა, საბოლოოდ, ეს საკითხები და ეს განხეთქილება პოლიტიკურ ძალებს შორის უნდა იყოს მოგვარებული ქვეყნის შიგნით, ქართველების მიერ.

კითხვა ღონისძიების შესახებ

ნიკოლას ბერლინერი: პირველ რიგში, ძალიან მოხარული ვარ, ამ ღონისძიებაზე ყოფნისათვის. მოგეხსენებათ, საქართველოში ვიყავი აშშ-ის ელჩის მოადგილე 2017 წლამდე. ახლა კი მომეცა შანსი დავბრუნებულიყავი. აქ ვიყავი, როდესაც ეს კომპაქტი ათასწლეულის გამოწვევის კოპრორაციასთან დაიწყო და ძალიან სასიამოვნოა, ხუთი წლის შემდეგ იმის ნახვა, რომ მისი მიზნები შესრულდა. ჩემი აზრით, მას ექნება გრძელვადიანი პოზიტიური გავლენა საქართველოზე.