გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული „16 დღიანი კამპანიის“ მხარდასაჭერად ელჩი კელი სცენაზე წარსდგა (7 დეკემბერი)

Ambassador Kelly performs on-stage in support of the ‘16 Days Campaign’ against Gender-Based Violence. Photo: State Dept
 ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული „16 დღიანი კამპანიის“ მხარდასაჭერად ელჩი კელი სცენაზე წარსდგა. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული „16 დღიანი კამპანიის“ მხარდასაჭერად ელჩი კელი სცენაზე წარსდგა (7 დეკემბერი)

7 დეკემბერს, ელჩმა კელიმ მაღალი რანგის ექვს დიპლომატთან  ერთად მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო აღიარების მქონდე დოკუმენტურ პიესაში „შვიდი“.  წარმოდგენაში მონაწილეობით ელჩმა მხარი დაუჭირა „გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ აქტიურობის 16 დღიან“ კამპანიას,“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს“ და „ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს“. პიესა მოგვითხრობს ნამდვილ ამბავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები შვიდი მამაცი ქალის შესახებ, რომლებმაც ქალთა, ბავშვთა და ოჯახის უფლებებისთვის იბრძოლეს. წარმოდგენა დაიდგა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და საქართველოში ქალთა ფონდის ინიციატივით, ასევე, შვედეთის ინსტიტუტისა და შვედეთის საელჩოს  მხარდაჭერით. პიესა შეიქმნა არაერთი ჯილდოს მფლობელი შვიდი დრამატურგის კოლაბორაციით. ისინი პირადად ესაუბრნენ შვიდ განსაკუთრებულ ქალს, რომლებმაც  საკუთარ ქვეყნებში (რუსეთი, პაკისტანი, ნიგერია, ჩრდილოეთ ირლანდია, ავღანეთი, გუატემალა, კამბოჯა) ცვლილებებისთვის უდიდესი წინააღმდეგობები გადალახეს და გაიმარჯვეს.