როს უილსონის კომენტარი მედიასთან „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ ღონისძიებაზე (11 მარტი)

CDA Ross Wilson at Business Gender Equality Award Ceremony. Photo: State Dept

როს უილსონის კომენტარი მედითან „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“  ღონისძიებაზე (11 მარტი)

კითხვა ღონისძიების შესახებ

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი: მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ დღევანდელ ღონისძიებაში – „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“, რომელიც იმართება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერით. ჩვენ გვსურს ხელი შევუწყოთ საქართველოსა და მისი მოსახლეობის ნახევარის, ანუ ქალების წარმატებას. დღეს გაცემული ჯილდოები ხაზს გაუზვამს გენდერული თანასწორობის სფეროში მნიშვნელოვან მიღწევებს და ადამიანებს, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს ყველა მოქალაქის გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაში.

კითხვა „თიბისი“ ბანკისა და მამუკა ხაზარაძის მიმართ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ, ასევე, ხედავს თუ არა ელჩი საპარლამენტო კომისიის შექმნის აუცილებლობას

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი: აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება ამ საქმეს. ჩვენ გვაღელვებს როგორ დასრულდება ეს საქმე და როგორ იქნება ის განმარტებული – ამას შეიძლება ჰქონდეს ან სასარგებლო ან პოტენციურად საზიანო ეფექტი საქართველოს რეპუტაციაზე ბიზნესის წარმოების კუთხით. მე არ მაქვს უფლება ვუკარნახო პარლამენტს რა გააკეთოს. ჩემი აზრით, საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს აქვთ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა საზოგაოებასა და დაინტერესებულ აუდიტორიას განუმარტონ ეს ამბავი და აუხსნან თუ რა მოხდა, რატომ, და რა გავლენა აქვს ამ ყველაფერს საქართველოს წინსვლაზე?