Flag

An official website of the United States government

ავტორი
0 წუთიანი საკითხავი
დეკემბერი 1, 2022

დიდი მადლობა. უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა თავდაცვის სამინისტროს და, რა თქმა უნდა, თავდაცვის მინისტრ ბურჭულაძეს მასპინძლობისთვის. ყოველთვის სასიამოვნოა საქართველოში დაბრუნება, ამ ქვეყნის სილამაზის, გემრიელი სამზარეულოსა და სტუმართმოყვარეობის განცდა, ეს არაჩვეულებრივია. მაგრამ, ყველაზე მეტად სასიამოვნოა იმ კარგი და მტკიცე ურთიერთობის განცდა, რაც ქართველ სამხედროებთან გვაქვს. საქართველოს თავდაცვის ძალებმა წლების განმავლობაში შესანიშნავი პროგრესი განიცადა, ძალების პროფესიონალიზაციის კუთხით და ჩამოყალიბდა ისეთ სერიოზულ სამხედრო ძალად, რომელსაც შეუძლია ამ ქვეყნის დაცვა.

სწორედ ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ შეძლოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და,  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  შეძლოს მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობისა  და ერთიანობის აქ და რეგიონში. ასე რომ, ეს გახლდათ ჩვენი შეხვედრის მიზანი, სამხედრო სფეროში ჩვენი თანამშრომლობის განხილვა, რომელიც შესანიშნავად მიმდინარეობს.