ქართველი პროფესიონალები წარმატებით იყენებენ აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოდან მიღებულ ცოდნასა და აღჭურვილობას (31 მარტი)

Photo: Ministry of Internal Affairs of Georgia / July 2019 Training
ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო, 2019 წლის ივლისის წვრთნები

ქართველი პროფესიონალები წარმატებით იყენებენ აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოდან მიღებულ ცოდნასა და აღჭურვილობას (31 მარტი)

მაღალკვალიფიცირებულ სამედიცინო პერსონალთან ერთად საქართველოს ჰყავს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოების ჯგუფები, რომლებიც აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ გადამზადდა და სრულად აღიჭურვა. იგივე ჯგუფები ახლა მარნეულში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საპასუხო ძალისხმევაში არიან ჩართული. ჩვენ ვამაყობთ DTRA-სა და საქართველოს ქბრბ ჯგუფებს შორის არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობით. მათი სამსახური უმნიშვნელოვანესია და მათი საჭიროება ახლა ყველაზე ცხადად ჩანს.