Flag

An official website of the United States government

საქართველო მასპინძლობს EPAG/ENAM-ის კონფერენციას -„დემოკრატიის მომავალი – სად მივდივართ ახლა?“
ავტორი
4 წუთიანი საკითხავი
ოქტომბერი 6, 2023

საქართველო მასპინძლობს EPAG/ENAM-ის კონფერენციას -„დემოკრატიის მომავალი – სად მივდივართ ახლა?“

დღეს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი სიტყვით გამოვიდა EPAG/ENAM-ის კონფერენციასა და ENAM-ის გენერალურ ასამბლეაზე. გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია (EPAG) თავს უყრის აშშ-ს მთავრობის ყველა გაცვლითი პროგრამის მონაწილეს. წლევანდელი კონფერენცია ეძღვნება იმ გლობალურ და ადგილობრივ მოვლენებს, რომელიც რუსულმა ომმა წარმოშვა უკრაინაში.

ამერიკის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ევროპული ქსელი (ENAM) ემსახურება რეგიონულ ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს აშშ-ის გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულებს ევროპის მასშტაბით და აკავშირებს 300 000-ზე მეტ ინდივიდს ევროპისა და ევრაზიის 36 ქვეყნიდან. ისინი ყოველწლიურად თანამშრომლობენ ევროპის ერთ-ერთ წევრ ასოციაციასთან, რათა მოაწყონ საერთაშორისო კონფერენციები მნიშვნელოვან საკითხებზე. წლევანდელი კონფერენცია ტარდება თბილისში, EPAG-ის მასპინძლობით, თემაზე “დემოკრატიის მომავალი – სად მივდივართ ახლა?.” აღსანიშნავია რომ, EPAG მესამედ და 2017 წლის შემდგომ პირველად მასპინძლობს ENAM-ის კონფერენციას.