ამერიკის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს 9 ყოველწლიურ კონფერენციას (3 მარტი)

Ambassador Kelly Degnan delivers her remarks at the 9th Women in Policing Conference. Photo: State Dept

საქართველო მასპინძლობს ამერიკის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს მეცხრე ყოველწლიურ კონფერენციას – ქალები პოლიციაში (3 მარტი)

 

დღეს ელჩმა კელი დეგნანმა გახსნა მეცხრე ყოველწლიური კონფერენცია, ქალები პოლიციაში, რომელიც ორგანიზებულია ამერიკის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს მიერ. ეს კონფერენცია მიზნად ისახავს სისხლის სამართლის სისტემის წევრი ქალების გაძლიერებას, შთაგონებასა და განათლებას.

კვლევები ცხადყოფს, რომ ქალი სამართალდამცავები განსხვავებულად მუშაობენ, ვიდრე კაცები – წინააღმდეგობის გაწევისას ისინი უფრო ნაკლებ ძალას იყენებენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გახდნენ მოქალაქეების საჩივრის საგანი და ხშირად იყენებენ კომუნიკაციის ვერბალურ უნარს სიტუაციების დე-ესკლაციისათვის, ფიზიკური ძალის გამოყენების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში გაიზარდა სამართალდამცავ ორგანოებში ქალთა პროცენტული მაჩვენებელი, მაინც არსებობს ბარიერები, რაც ხელს უშლის მათ დაწინაურებასა და ოპერაციებში მონაწილეობას. ამ კონფერენციის საშუალებით, აშშ მიზნად ისახავს ებრძოლოს ამ პრობლემებს და გააძლიეროს ქალები, რომ ისინი მაქსიმალური შესაძლებლობებით ემსახურონ საზოგადოებას.