საქართველოს დამოუკიდებლობის დღე (26 მაისი)

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე (26 მაისი)

მაიკ პომპეო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, რომელიც საერთო ღირებულებებსა და თავისუფლების , დამოუკიდებლობისა და ერთიანობის ღრმა სიყვარულს ეფუძნება. ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს მტკიცე, მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მკაფიო არჩევანს.

ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს ინვესტიციას თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში და მის მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში, მათ შორის ავღანეთში, ნატოს მისიაში. ქართველი ჯარისკაცები მამაცად მსახურობენ და ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ქართველებს, ვინც ასეთი დიდი მსხვერპლი გაიღო გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

წელს მოუთმენლად ველით ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, საქართველოში მიმდინარე რეფორმების ფონზე, რაც აძლიერებს დემოკრატიულ პროცესებსა და კანონის უზენაესობას, რომლის საყრდენი დამოუკიდებელი სასამართლოა. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და კოვიდ 19 -ის პანდემიასთან გამკლავების ძალისხმევას. ასეთი კრიზისები კიდევ ერთხელ გვახსენებს ამერიკელი და ქართველი ხალხის მეგობრობის ჭეშმარიტ სიღრმესა და ღირებულებას.
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს !