საქართველო: სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები ამერიკული ბიზნესისათვის (21 ივნისი)

საქართველო: სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები ამერიკული ბიზნესისათვის (21 ივნისი)

პირდაპირი ჩართვა (ვებინარი) ამერიკული კომპანიებისათვის

საქართველო: სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები ამერიკული ბიზნესისათვის

თარიღი: სამშაბათი, 18 ივლისი, 2017

18:00 (თბილისის დროით)

ამერიკის ელჩი საქართველოში ბატონი იან კელი უმასპინძლებს პირდაპირ ჩართვას იმ ამერიკული კომპანიებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში ექსპორტისა და ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებით. ვიდეო ჩართვის დროს ბატონი ელჩი ყურადრებას გაამახვილებს ქვეყნის ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტექნოლოგიების, ტურიზმისა და მრეწველობის სფეროში არსებულ პოტენციალზე. საქართველოს მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე უნიკალურ შესაძლებლობას  უქმნის ქვეყანას ისარგებლოს ევროპის, კასპიისპირეთის, ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვით.  ვებინარში მონაწილეობა უფასოა. აქვე გაჟღერდება ინფორმაცია ამერიკის კომერციის დეპარტამენტის მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანში  დაგეგმილი სავაჭრო მისიის შესახებ.

ვებინარში მონაწილეობის სურვილი შეგიძლიათ დაადასტუროთ www.state.gov/directline მისამართზე 2017 წლის 14 ივლისამდე.

ვებინარში მონაწილეობას მიიღებს დარეგისტრირებული პირველი 100 კომპანია.

ვებინარზე გაჟღერებული ინფორმაცია და საუბარი არ ატარებს კონფიდენციალურ ხასიათს. თუ თქვენი შეკითხვები კონფიდენციალურობის დაცვას მოითხოვს, ჩართვის განმავლობაში პირდაპირ დაუკავშირიდით ვებინარის მსვლელობისას მითითებულ საკონტაქტო პირს. სხვა ზოგადი შეკითხვებით მიმართეთ DirectLineNotification@state.gov  მისამართზე.