ქართული კომიქსისთვის შექმნილი მუსიკის საჯარო წარმოდგენა (25 მაისი)

ქართული კომიქსისთვის შექმნილი მუსიკის საჯარო წარმოდგენა (25 მაისი)

პარასკევს, 9 ივნისს, 4:30 სთ-ზე, 20 მუსიკოსი საქართველოდან და სამხრეთ კავკასიიდან შეასრულებს ქართული კომიქსისთვის „ფატალური შეცდომა“  შექმნილ მუსიკას მარჯანიშვილის თაეტრის მთავარ სცენაზე; კოტე მარჯანიშვილის ქ. 8, თბილისი. დასწრება თავისუფალია.

ამერიკელმა კომპოზიტორმა და მეწარმემ ოლაჯიდე პარისმა, ქართველ კომპოზიტორებთან, ლევან ბაგრატიონ-დავითაშვილთან, დავით თორაძესთან და ირანელ კომპოზიტორ ფარსა შომალისთან ერთად ორკვირიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად დაწერა ნოტები, რომელიც ჰოლივუდის კინომუსიკის შექმნის სწრაფ ტემპს იმეორებს. ოლაჯიდე პარისი და 22 მუსიკოსი შექმნილ კინომუსიკას  ჩაწერენ  კვირას, 28 მაისს ქართული ფილმის სტუდიაში; ახმეტელი 10ა. დაინტერესებულ მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ოლაჯიდე პარისს: olajideparis@gmail.com

პროგრამა არის აშშ-ის საელჩოს კინომუსიკის პროექტის ნაწილი, რომელიც  ქართველ მუსიკოსებს და კომპოზიტორებს წარუდგენს შემოსავლიან ბაზრებს ფილმის, ტელევიზიისა და ვიდეო თამაშების ორკესტრირების განხრით. 9 ივნისს ცოცხალი შესრულების დროს კომიქსის შემქმნელები „ფატალური შეცდომის“ მეორე ნაწილის გამოცემას ოფიციალურად  გამოაცხადებენ. ყველა სტუმარი მიიღებს კომიქსების წიგნის „ფატალური შეცდომა“ ასლს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: Tbilisipress@state.gov