ელჩი კელი დეგნანი ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს (26 მაისი)

Ambassador Kelly C. Degnan. Photo: State Dept

აშშ-ის საელჩოს სახელით ელჩი კელი დეგნანი გულითადად ულოცავს საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის 102-ე წლისთავს (26 მაისი)

 

გამარჯობა, მე კელი დეგნანი ვარ.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელით, მსურს, გულითადად მოგილოცოთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე!

საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები თავისუფლებისა და თანასწორობის ღრმა სიყვარულს იზიარებს. 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტში ასახულ ამ ორ ფუნდამენტურ ღირებულებას ქართველი ხალხი სათუთად უფრთხილდება. ეს აქტი თანაბრად უზრუნველყოფს პოლიტიკურ უფლებებს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, მიუხედავად მათი ეროვნებისა, მრწამსისა, სოციალური სტატუსისა თუ სქესისა. ეს პრინციპები კარგად ნაცნობია ყველა ამერიკელისთვის. ქართველებსაც და ამერიკელებსაც უბრძოლიათ და თავი გაუწირავთ თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და თანასწორობისთვის.

ჩვენ ქვეყნებს შორის კვლავაც ღრმა, მდიდარი და მტკიცე მეგობრობა არსებობს. იმიტომ რომ, ის ჩვენს ესოდენ ძვირფას, საერთო ღირებულებებს ეფუძნება – თავისუფლებას, დემოკრატიას, ტოლერანტობასა და დაუღალავ შრომას.

როგორც  პარტნიორები, თითქმის 30 წელია, ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს წინსვლას მის დემოკრატიულ გზაზე. როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას.

დიდი მადლობა და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!