







აშშ-ს საელჩო და ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიურო (INL) აგრძელებენ საქართველოს სამართალდამცავი სექტორის შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობას სხვადასხვა საპოლიციო უწყებებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართალდამცავი ხელმძღვანელი პირების საერთაშორისო ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციასა და გამოფენაზე (IACP) დასწრების უზრუნველყოფით. წელს INL-მა უკვე მესამედ დაუჭირა მხარი საპატრულო პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირების, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომდგენლების მონაწილეობას აღნიშნულ ღონისძიებაში, რომელიც წელს ტეხასის შტატ ქ. დალასში 15-18 ოქტომბერს გაიმართა. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს წლის ყველაზე გრანდიოზულ და მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციას სამართალდამცავებისთვის, რომელმაც წელს უმასპინძლა 16000-ზე მეტ საზოგადოებრივი უსაფრთხოების პროფესიონალს, მათ შორის დელეგაციებს საქართველოდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, ტაჯიკეთიდან და მრავალი სხვა ქვეყნიდან. კონფერენციაზე მონაწილეები ეცნობიან თანამედროვე ტექნიკის მიღწევებს, რომელიც მათ თავიანთი განყოფილებების უკეთ აღსაჭურვად და მუშაობის ხარისხის გასაუმჯობესებლად გამოადგებათ, უზიარებენ ცოდნასა და წარმატებას თავიანთ კოლეგებს. კონფერენციის სამი მთავარი პრინციპია მონაწილეები დაესწრონ სხვადასხვა სესიებს, დაამყარონ კონტაქტები და გაეცნონ საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილ თანამედროვე ტექნიკას.