საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების  სასწავლო წვრთნა აშშ-ის საელჩოში

ხუთშაბათს, 18 აგვისტოს საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები და ამერიკის საელჩო ჩაატარებენ სასწავლო წვრთნას საელჩოს ტერიტორიაზე და მის გარშემო. აღნიშნული წვრთნების ჩატარების მიზანია საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ამერიკის საელჩოს უსაფრთხოების პერსონალს შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის განმტკიცება. ეს წვრთნები არის ადგილობრივ სამართალდამცავებსა და ამერიკის საელჩოს შორის თვეების განმავლობაში დაგეგმილი პროგრამის კულმინაცია.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შესანიშნავი თანამშრომლობა აქვთ მრავალი მიმართულებით, მათ შორის უსაფრთხოებისა და სამართალდამცავ სტრუქტურებთან დაკავშირებულ საკითხებში. დღევანდელი წვრთნის მსგავსი პროგრამა უზრუნველყოფს აღნიშნული პარტნიორობის წარმატებულ გაგრძელებას.