

საქართველოს შსს აკადემიის წარმომადგენლები პირველად IADLEST კონფერენციაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლები პირველად ესწრებიან სამართალდამცავი სტანდარტების დირექტორთა ყოველწლიურ საერთაშორისო ასოციაციის ტრენინგს (IADLEST) დენვერში, კოლორადოში
აშშ-ის საელჩო და ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო (INL) კვალიფიკაციის ამაღლებისკენ მიმართული სხვადასხვა ტრენინგებისა და სემინარების მეშვეობით აგრძელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობების განვითარებისა და გრძელვადიანი ეფექტიანობის მხარდაჭერას, მათი ინსტრუქტორების, სასწავლო გეგმის შემუშავების გაუმჯობესებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით. 14-17 მაისს, IADLEST კონფერენციაზე შსს-ს აკადემიის წარმომადგენლები შეუერთდნენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების პროფესიონალებს და აკადემიის დირექტორებს აშშ-ის სხვადასხვა შტატიდან და სხვა ქვეყნებიდან, ოთხდღიანი პროფესიული ქსელის გაფართოებისა და ტრენინგისათვის.
აკადემიის დირექტორი ივანე პაპიაშვილი, დირექტორის მოადგილემ ვახტანგ გაბრიჩიძე და ქართული დელეგაციის სხვა წევრები გაეცნენ პოლიციის ტრენინგის წარმატებებსა და გამოწვევებს, ეფექტიანი ონლაინ სწავლების პლატფორმების შექმნის ინოვაციურ გზებს, რეკრუტირების სწავლასა და შენარჩუნებას და ტრენინგის სტრატეგიების მეშვეობით გენდერული თანასწორობის განვითარებას პოლიციის უწყებებში. IADLEST-ის მისიაა, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ უსაფრთხოებაში პროფესიული სტანდარტების ინოვაციურ განვითარებას კვლევის, განვითარების, თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაზიარების გზით, დაეხმაროს სახელმწიფოებსა და საერთაშორისო პარტნიორებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების პერსონალის დასაქმებისა და ტრენინგის ეფექტიანი სტანდარტების ჩამოყალიბებაში.