ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით (11 ოქტომბერი)

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით (11 ოქტომბერი)

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ულოცავს საქართველოს კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ არჩევნებს, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამინის უფლებათა ოფისის შეფასებით ზოგადად ძირითადი  თავისუფლებების დაცვით ჩატარდა 8 ოქტომბერს.    აგრეთვე აღვნიშნავთ, რომ არჩევნები მინდინარეობდა წესრიგის დაცვით, მაგრამ ვწუხვართ, რომ დაძაბულობამ იმატა დღის განმავლობაში და ადგილი ჰქონდა რამდენიმე ძალადობრივ ინციდენტს საარჩევნო უბნებში.  მტკიცედ ვგმობთ ძალადობისა და დაშინების ცალკეულ შემთხვევას და მოვუწოდებთ ყველა ამ ინციდენტის სრული და   დაბალანსირებული გამოძიებისკენ კანონის უზენაესობის დაცვით.   ეს არჩევნები პირველი ნაბიჯია იმ პროცესში, რომელიც მოიცავს განმეორებით კენჭისყრას. მოვუწოდებთ ყველა პარტიასა და მათ მხარდამჭერებს წყნარი და მშვიდობიანი გზით მიუდგნენ ამ არჩვნებს და გადაჭრან არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი   საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.  ჩვენ გავაგრძელებთ პროცესის მონიტორინგს, შესაბამისად დავაკვირდებით მომავალ საარჩევნო კამპანიასა  და განმეორებით კენჭისყრას.