საქსტატის წარმომადგენლები აშშ-ის საელჩოს ეწვიენ
საქსტატის წარმომადგენლები აშშ-ის საელჩოს ეწვიენ
5 ივლისს ამერიკის საელჩომ უმასპინძლა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) აღმასრულებელ დირექტორს, რომელმაც ისაუბრა მონაცემების ხელმისაწვდომობის სხვადასხვა გზებზე საქსტატის მრავალფეროვანი პლატფორმების და პორტალების საშუალებით. საელჩოს თანამშრომლებს ჰქონდათ კარგი შესაძლებლობა გაეგოთ თუ რა ოფიციალური სტატისტიკა იწარმოება და ხელმისაწვდომია საქართველოში.
შეერთებული შტატების მთავრობა, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მხარდაჭერით, ეხმარება საქსტატს ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარების კუთხით, რათა უკეთ მოხდეს სანდო, ობიექტური და ზუსტი მონაცემების შეგროვება და დროული გავრცელება მონაცემთა მომხმარებლებს შორის.