გლობალური სამეწარმეო კვირეული (18 ნოემბერი)

გლობალური სამეწარმეო კვირეული (18 ნოემბერი)

18 ნოემბერს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე ჯეისონ ქალბფლაიში შეხვდა დამწყებ და უკვე დამკვიდრებულ მეწარმეებს, გლობალური სამეწარმეო კვირეულის გახსნაზე. „საქართველოს გლობალურმა სამეწარმეო კავშირმა“ აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით შექმნა ერთკვირიანი პროგრამა ქვეყნის მასშტაბით, რაც ასევე მოიცავს რეგიონების, განვითარებადი პატარა ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მკვიდრ ახალგაზრდებისა და ქალების მეწარმეობის ხელშეწყობას. საქართველო შეუერთდა 170-ზე მეტ ქვეყანას სამეწარმეო ეკოსისტემის ხელშესაწყობად, რაც წინ გაუძღვება ქვეყნის სამომავლო ეკონომიკურ ზრდას.