ხელი მოეწერა 22.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საგრანტო ხელშეკრულებას შეერთებულ შტატებთან (22 დეკემბერი)

ფოტო USAID-საქართველო
USAID/საქართველოს მისიის დირექტორი დაგლას ბოლი და ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილი. ფოტო USAID-საქართველო

ხელი მოეწერა 22.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საგრანტო ხელშეკრულებას შეერთებულ შტატებთან (22 დეკემბერი)

დღეს, USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა დაგლას ბოლმა და ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელი მოაწერეს აშშ-სა და საქართველოს შორის განვითარების მიზნების შესახებ სამ საგრანტო შეთანხმებაში შესატან ცვლილებებს. აღნიშნული ცვლილებებით, აშშ-ს მთავრობა, USAID-ის მეშვეობით, გამოყოფს დამატებით 22.5 მილიონ აშშ. დოლარს საქართველოში დემოკრატიული, ეკონომიკური და სოციალური განვითარების მხარდასაჭერად. ეს დახმარება ადასტურებს ამერიკის მთავრობის მიერ აღებულ ვალდებულებას ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიულ, თავისუფალ ბაზარზე ორიენტირებულ, დასავლური ორიენტაციის ქვეყნად ჩამოყალიბებაში.