ელჩ კელის კომენტარები პრესისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელში ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული საგრანტო პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით, რომლის მიზ

Ambassador Kelly’s comments to the media made at the Georgian Public Broadcaster. Photo: State Dept
ელჩ კელის კომენტარები მედიას საზოგადოებრივ მაუწყებელში. ფოტო: სახელმწიფო დეპარტამენტი.
ელჩ კელის კომენტარები მედიას საზოგადოებრივ მაუწყებელში. ფოტო: სახელმწიფო დეპარტამენტი.
ელჩ კელის კომენტარები პრესისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელში. ფოტო: სახელმწიფო დეპარტამენტი.
ელჩ კელის კომენტარები პრესისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელში. ფოტო: სახელმწიფო დეპარტამენტი.

ელჩ კელის კომენტარები პრესისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელში ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული საგრანტო პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით, რომლის მიზანია ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება (11 ოქტომბერი)

ელჩი კელის კომენტარი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით

ელჩი კელი:  აშშ-ის  საელჩო ეთანხმება საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტის შეფასებას, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში, სადაც ფუნდამენტური ღირებულებები იყო დაცული. მე ვფიქრობ, რომ უმრავლეს საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს ჰქონდათ თავიანთი არჩევანისა და ნების თავისუფლად გამოხატვის საშუალება. ჩვენ ძალიან ვწუხვართ რამოდენიმე საარჩევნო უბანში, მათ შორის მარნეულში, განხორციელებული ძალადობისა და დაშინების ფაქტების გამო და ვგმობთ მსგავს შემთხვევებს. ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა საფუძვლიანად გამოიძიებს ამ ინცინდენტის გარშემო არსებულ გარემოებებს. ძალიან მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ პროპორციული კენჭისყრა – ეს იყო პირველი ნაბიჯი. ყველა პარტიას მოვუწოდებთ, ამ ინცინდენტთან დაკავშირებული საკითხები გადაჭრან მშვიდობიანი გზით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ საარჩევნო კამპანიის მონიტორინგს არჩევნების მეორე ტურშიც.

იან კელი  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრების პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

ელჩი კელი: როგორც აღვნიშნე, ჩვენ სავსებით ვეთანხმებით ეუთოსა და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას, რომ არჩევნები ჩატარდა კარგადდა ქართველი ამომრჩევლის უმეტესობას ჰქონდა თავისი არჩევანის თავისუფლად გამოხატვის საშუალება. ჩვენ, როგორც ბევრჯერ აღვნიშნე, მხარს ვუჭერთ საქართველოს და მის განვითარებას. დემოკრატიული განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია მრავალპარტიული, პლურალისტური დემოკრატია. მე ვფიქრობ, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას  ჰქონდა კარგი კამპანია, რომლითაც უნდა იამაყონ. მე მათგან ველი, რომ ამ სიტუაციას მიუდგებიან  მშვიდობიანი გზით და როდესაც დრო მოვა,  დაიკავებენ თავიანთ მანდატებს. რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ ჩართული ვართ ამ კამპანიაში და ვიმედოვნებთ,  რომ ისინი მოიქცევიან ისევე პროფესიონალურად, როგორც პირველ ტურში.

იან კელი „თავისუფალი დემოკრატების“ წევრების პარტიიდან წასვლის შესახებ

ელჩი კელი:  ეს არის დემოკრატია, შესაბამისად, არის ძალიან კონკურენტული გარემო. როგორც აღვნიშნე, ვფიქრობთ, რომ არჩევნები კარგად ჩატარდა და ვიმედოვნებთ, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ მოქმედი ლიდერები გააგრძელებენ პოლიტიკურ პროცესში წვლილის შეტანას.

ელჩი კელი ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების შესახებ.

ელჩი კელი:  ეს არის შესანიშნავი პროექტი და მოხარულები ვართ, რომ მას მხარს ვუჭერთ.ვფიქრობ, ქართველ საზოგადოებას ნამდვილად სურს, რომ მისი ყველა მოქალაქე იყოს ინფორმირებული და ეს პროექტი არის წინ გადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით.