Flag

An official website of the United States government

საქართველოს გადაუდებელი ოპერატიული მართვის სამსახურს საველე საჰოსპიტალო კარვები გადაეცა (14 მაისი)
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
მაისი 15, 2020

დღეს, 14 მაისს, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG), რომელსაც მხარს უჭერს აშშ – ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა ზრდა, საქართველოს გადაუდებელი ოპერატიული მართვის სამსახურს საველე საჰოსპიტალო კარვები გადასცა საქართველოს COVID-19 -ის წინააღმდეგ საქმიანობის მხარდასაჭერად. აღნიშნული კარვები გამოყენება რისკის შემცველ რეგიონებში, რაც ხელს შეუწყობს პანდემიის პირობებში ქართველი ხალხის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას.

საველე ჰოსპიტალების კარვები საჭიროა მკაცრ საკარანტინო ზონებში, როგორიცაა მარნეულის მუნიციპალიტეტი, საგუშაოგებსა და იქ, სადაც COVID-19 რეაგირების ჯგუფს არ აქვს საკმარისი საწოლების რაოდენობა.

პანდემიის დასრულების შემდეგ, ამ კარვებს გამოიყენებს სახანძრო და სამაშველო დეპარტამენტის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაცული და ბირთვული ინციდენტების რეაგირების განყოფილება. რაც, თავის მხრივ, არსებითად გაუმჯობესებს საქართველოს გადაუდებელი ოპერატიული სამსახურის მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობებს.