Flag

An official website of the United States government

ჯეიმს ო’ბრაიენი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი საქართველოს ეწვევა
ავტორი
3 წუთიანი საკითხავი
ივნისი 26, 2023

ჯეიმს ო’ბრაიენი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი საქართველოს ეწვევა

ელჩი ჯეიმს ო’ბრაიენი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, 27 ივნისს თბილისს ეწვევა, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან   განიხილოს საერთო ინტერესის საკითხები, კერძოდ ,სანქციები და მათი ეფექტური განხორციელება. ამ ვიზიტის მიზანია კომუნიკაციის პირდაპირი არხისა და სამომავლო  თანამშრომლობითი დიალოგის დამყარება. ამ ერთობლივ ვიზიტში, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სანქციების დესპან,  დევიდ ო’სალივანი და  კუმარ აიერ, დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორ.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან თურნავასთან და გენერალურ პროკურორთან შოთაძესთან. ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა  და  ძალისხმევის გაძლიერებას  სანქციებზე თავის  არიდების პრევენციის  მიზნით,  აგრძელებს რა რუსეთი სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ.