როს უილსონის კომენტარი მედიასთან C ჰეპატიტის ყოველწლიურ კონფერენციაზე (ნოემბერი 29)

CDA Ross Wilson’s Remarks to Media at Hepatitis C TAG Meeting. Photo: State Dept
როს უილსონის კომენტარი მედიასთან C ჰეპატიტის ყოველწლიურ კონფერენციაზე. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი
როს უილსონის კომენტარი მედიასთან C ჰეპატიტის ყოველწლიურ კონფერენციაზე. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

როს უილსონის კომენტარი მედიასთან C ჰეპატიტის ყოველწლიურ კონფერენციაზე (ნოემბერი 29)

 

კითხვა ღონისძიებასთან დაკავშირებით

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი: ჩემთვის დიდი პატივი და ბედნიერებაა დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობა. ვფიქრობ, რომ C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა. ცხადია, პროგრამამ უდიდეს პროგრესს მიაღწია. დღევანდელ აკადემიურ კონფერენციას ექიმები და ეპიდემიოლოგები ესწრებიან, რომლებიც მსჯელობენ ორ საკითხზე: როგორ გააუმჯობესონ პროგრამის ეფექტურობა საქართველოში და როგორ გამოიყენონ სხვა ქვეყნებმა საქართველოს გამოცდილება.

კითხვა პროგრამის სამომავლო გეგმების შესახებ

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი: ჩემი აზრით, მინისტრ სერგეენკოს გამოსვლაში მთავარი სიახლე იყო პროგრამის რეგიონებში გაფართოებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. ამიერიდან, პროგრამა არა მხოლოდ დიდ ქალაქს დაფარავს, არამედ ყველა იმ დასახლებას, სადაც ხალხი ცხოვრობს. თქვენ ცოტა ხნის წინ მკითხეთ, თუ რა იქნებოდა ჩემი რეკომენდაცია, ჩემი რჩევა ყველას მიმართ იქნება – ჩაიტარეთ კვლევა.

კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი: სამ საკითხზე გავამახვილებდი ყურადღებას: არჩევნები არის ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის ფუნდამენტი და მნიშვნელოვანია, რომ გუშინ არჩევნები ჩატარდა საქართველოში; მე მადლიერი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა თავად მენახა, თუ როგორ იყენებენ ქართველი ამომრჩევლები ხმის მიცემის უფლებას და პატივი მქონდა მონაწილეობა მიმეღო მონიტორინგის ჯგუფში საელჩოს სხვა თანამშრომლებთან ერთად; და ბოლოს, შეფასებებს მას შემდეგ გავაკეთებთ, რაც ცესკოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები გამოქვეყნდება, მანამდე კი თავს შევიკავებ სხვა კომენტარის გაკეთებისგან.