Flag

An official website of the United States government

აშშ-ს საზღვარგარეთ არსებული მემკვიდრეობის დაცვის კომისიის თავმჯდომარე პოლ პეკერი საქართველოს დამოუკიდებლობის დ
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი
მაისი 26, 2020

მოგესალმებით ნიუ იორკიდან. მე ვარ პოლ პეკერი, აშშ-ს საზღვარგარეთ არსებული მემკვიდრეობის დაცვის კომისიის თავმჯდომარე

საღმრთო წერილი გვასწავლის უცხოთა სიყვარულს, რამეთუ ერთ დროს ჩვენც უცხონი ვიყავით ეგვიპტის მიწაზე. წმ.მღვდელმოწამე გიორგი ფერაძეს არამხოლოდ უყვარდა უცხონი, არამედ თავისი სიცოცხლეც არ დაუშურებია მათთვის. გრიგოლმა ადრეული წლები თავისი ქვეყნის დასაცავად ბოლშევიკებთან ბრძოლაში გაატარა.ბევრ სხვათა მსგავსად ვინც წინააღმდეგობას უწევდა საბჭოეთს, გრიგოლიც გადევნეს სამშობლოდან 1920-იან წლებში.

1930 წელს, როდესაც გრიგოლი მძიმედ ავად იყო, მან აღქმა დადო რომ ღმერთს მიუძღვნიდა თავს. მან შეასრულა აღქმა და მალევე გახდა მღვდელი პარიზში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში და ემსახურებოდა დევნილობაში მყოფ ქართველ მრევლს

ათი წლის შემდგომ გრიგოლი ვარშავაში ცხოვრობდა, როდესაც ნაცისტებმა დაიპყრეს ქვეყანა. საფრთხის მიუხედავად , გრიგოლი აგრძელებდა რელიგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას, ეხმარებოდა ებრაელებს და სხვა დევნილ პოლონელებს, როცა კი ამის საშუალება ეძლეოდა.

გრიგოლის საქმიანობამ მალევე გამოიწვია ნაცისტების ზიზღი მის მიმართ, რასაც მოჰყვა მისი დაპატიმრება და ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადაყვანა.

გრიგოლის უკანასკნელი დღეების დეტალები სამწუხაროდ უცნობია. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად იგი მოკლეს იმიტომ,რომ საკუთარ თავზე აიღო ნაცისტი მცველის სიკვდილი , რითაც დაიცვა ერთ-ერთი თანაპატიმარი. სხვები ამბობენ, რომ მან თავი გაწირა მრავალშვილიანი ებრაელი რაბინის გამო და მის ნაცვლად შევიდა გაზის კამერაში. რაც დანამდვილებით ვიცით არის ის,რომ იგი ზრუნავდა უცნობებზე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.

გრიგოლ ფერაძე განსაკუთრებული ადამიანი იყო. მისი და სხვა ქართველი ”შინდლერების”მოღვაწეობა მრავალსაუკუნოვანი ქართული სტუმართმოყვარეობისა და ჰუმანიტარიანიზმის ტრადიციებითაა განპირობებული.

ებრაელმა ხალხმა ჰპოვა უსაფრთხოება საქართველოში 26 საუკუნის წინ. იმ დროის განმავლობაში ღმერთმა მათ უწყალობა კეთილისმოსურნე მეზობლები, ეკონომიკური შესაძლებლობები და საზოგადოება, რომელიც თავისუფალია ანტი-სემიტიზმისგან

საქართველო დიდი ხანია არის ḥasidei ummot ha`olam, “მართალი ერებს შორის “.კრიზისის დროს გრიგოლ ფერაძე იცავდა ათასწლოვან ქართულ ტრადიციას, ეხმარებოდა გაჭირვებაში მყოფთ მიუხედავად მათი რელიგიური და კულტურული განსხვავებებისა.

ვზეიმობთ რა საქართველოს დამოუკიდებლობას, სიამაყით მივაგებთ პატივს გრიგოლის ღვაწლს (mitzvah) , და ვზეიმობთ ჩვენს მეგობრებთან ერთად საქართველოში, ვინც განასახიერებს გრიგოლის დანატოვარს უცხოთა მიმართ სიყვარულისა.

ჩემი დიდი სურვილია პირადად ვიყო თქვენთან ერთად , თუმცა მანამდე გისურვებთ უსაფრთხოდ ყოფნას და მოგილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, ღმერთმა დალოცოს საქართველო , ღმერთმა დალოცოს ამერიკა