აშშ-ის კონგრესის დელეგაციის კომენტარი მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ (16 აპრილი)

აშშ-ის კონგრესის დელეგაციის კომენტარი მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ (16 აპრილი)

 

კონგრესმენი, დევიდ პრაისი: დიდი მადლობა ბატონო თავმჯდომარე, კოლეგებო და მეგობრებო ასეთი თბილი მიღებისთვის. საქართველოში ჩვენს საპარლამენტო კოლეგებთან ერთად თავს ისე ვგრძნობთ როგორც საკუთარ სახლში, რადგან ჩვენ გვაერთიანებს საერთო სწრაფვა დემოკრატიისაკენ, ისეთი ქმედითი დემოკრატიისაკენ, რომელიც არამხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში გამოიხატება, არამედ არჩევნებს შორის ჩვენი ხალხის საჭიროებების გასათვალისწინებლად შექმნილი ინსტიტუტების არსებობაშიც. საქართველოში ბოლო დროს გატარებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა კიდევ უფრო ცხადყო, რომ პარლამენტი ქვეყნის მმართველობის უმთავრესი ნაწილია და რომ ის ესაუბრება ხალხს მათი სურვილების, იმედებისა და ოცნებების გასაგებად, რათა მათზე დაყრდნობით ამ არაჩვეულებრივი ქვეყნის პოლიტიკური კურსი განსაზღვონ.

ჩვენი დელეგაცია შედგება კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიული დემოკრატიული პარტნიორობის კომისიის 8 წევრისგან ნევადას, კალიფორნიის, ვირჯინიის, ფლორიდას და ჩემს შემთხვევაში, ჩრდილოეთ კაროლინას შტატებიდან. მოგეხსენებათ, აშშ-ის კონგრესში უამრავ საკითხზე ვმართავთ დებატებს, მაგრამ არავინ კამათობს დემოკრატიისადმი ჩვენს ერთგულებაზე და არავინ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ჩვენს აღფრთოვანებას საქართველოს მიმართ და საქართველოს მცდელობას დაამყაროს საპარლამენტო დემოკრატია. ასე რომ, ჩვენ, დემოკრატიული პარტნიორობის კომისიის წარმომადგენლები ათ წელზე მეტია ვთანამშრომლობთ საქართველოსთან და რეგულარულად ვსტუმრობთ თქვენს ქვეყანას, ისევე, როგორც ვმასპინძლობთ თქვენი პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ საერთაშორისო შეხვედრებზე ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებებს, ერთმანეთს ვაძლიერებთ და ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი საქმე არასდროს მთავრება. მოგეხსენებათ, არავის აქვს საპარლამენტი დემოკრატიის უნაკლო მაგალითი. ის ცვლილებებს საჭიროებს და ყოველთვის იცვლება კიდეც, მთავარი გამოწვევაა სწორდ მოვახდინოთ რეაგირება საზოგადოების საჭიროებებზე.

მოუთმენლად ველით დღევანდელ შეხვედრებს ფრაქციებისა და კომიტეტების ლიდერებთან, ასევე, ათეულობით ყოფილ პარლამენტართან. დილა დავიწყეთ ძალიან კარგი შეხვედრით სპიკერთან და მის თანამშრომლებთან, ასე რომ, დიდი მონდომებით ველით ვიზიტის ფარგლებში დარჩენილ შეხვედრებს. ეს არის რეგიონული ვიზიტის ნაწილი, საქართველოში ჩამოსვლამდე ჩვენ ვესტუმრეთ უკრაინას, ჩვენი დიდი ხნის პარტნიორს და მოკავშირეს, რომელიც იბრძვის დემოკრატიისა და თვითგამორკვევისთვის. საქართველოდან გავემგზავრებით მეზობელ სომხეთში, ჩვენ ვიცით იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ, რომ არსებობს ინტერესი საპარლამენტო თანამშრომლობისთვის. წარმოიდგინეთ ეს როგორი იმედის მომცემია. და ბოლოს, ჩვენ ვეწვევით მოლდოვას, ქვეყანა რომელიც ასევე იღწვის დემოკრატიული განვითარებისკენ.

მადლობას მოგახსენებთ ჩვენი ვიზიტით დაინტერესებისთვის. დღის განმავლობაში განვავრცობთ საუბარს განხილულ საკითხებზე. ვაფასებთ თბილ მიღებას. სიტყვას გადავცემ დელეგაციის თანა-თავმჯდომარეს, კონგრესმენ ვერნ ბიუქენანს ფლორიდის შტატიდან.

კონგრესმენი, ვერნ ბიუქენანი: მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ სპიკერს მასპინძლობისთვის და გონიერი ხელმძღვანელობისთვის. ჩემი აღქმა ალბათ ცოტა უნიკალურიცაა, რადგან საქართველოში პირველად 1980-იან წლებში ჩამოვედი. მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა მე ყოველთვის მომწონდა ქართველი ხალხის სულისკვეთება. ჩვენი მიზანია სამთავრობო დონეზე ვიმუშაოთ ერთად ორპარტიულად და მოუთმენლად ველი მომდევნო დღეების შეხვედრებს, თუმცა მე ასევე ვარ ამ კომისიაში რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ვაჭრობის საკითხებში. ჩვენ სპიკერთან და ასევე კომისიის სხვა წევრებთან გვქონდა განხილვა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ. ვფიქრობ, რომ ამის დრო დადგა, ეს საკითხი ხუთ წელზე მეტია განხილვის საგანია. ასევე, ჩემის მხრივ ვიმედოვნებ, რომ ეს არის საკითხი, რომელზე შეთანხმებასაც მოვახერხებთ, რადგან ეს ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილს და მეტ შემოსავალს. ველი მომდევნო დღეების შეხვედრებს. სრულად ვეთანხმები სპიკერის განცხადებას, რომ ძლიერი პარლამენტი ნიშნავს ძლიერ დემოკრატიას და ვიცი, რომ ჩვენი წევრებიც იზიარებენ ამ მოსაზრებას. მადლობა.

კითხვა 2019 წლის 3 აპრილს, კონგრესმენი კონოლის მიერ ხელმოწერილი რეზოლუციის შესახებ, როემლიც მხარს უჭერს საქართველოს და ნატოს ღია კარის პოლიტიკას

კონგრესმენი კონოლი: კონგრესში ეს რეზოლუცია მიზნად ისახავს მხარდაჭერის გამოხატვას, არა რომელიმე კონკრეტულ მთავრობას, არამედ ქართველი ხალხისა და დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოსადმი.