Როგორ მუშაობს ვაქცინები?

A patient receives a shot during a clinical trial of a potential vaccine against the novel coronavirus at the Kaiser Permanente Washington Health Research Institute in Seattle. (© Ted S. Warren/AP Images)
(© Ted S. Warren/AP Images)

Მაშინ, როცა ადამიანები ელიან კოვიდ-საწინააღმდეგო ამა თუ იმ ვაქცინის დამტკიცებას ამერიკის შეერთებულ შტატებში, მნიშვნელოვანია გავიგოთ, თუ როგორ მუშაობს ვაქცინები.

Ცხოველებზე ჩატარებული კვლევებისას, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილმა რამდენიმე კანდიდატმა ვაქცინამ იმედისმომცემი შედეგები აჩვენა. Ახლა მიმდინარეობს კლინიკური ცდები იმისათვის, რომ გაირკვევს, აღნიშნული ვაქცინები არის თუ არა უსაფრთხო და ეფექტური ადამიანებისათვის.

ვაქცინები 101

,,ვაქცინები თქვენი სხეულის იმუნური სისტემის გამოწვრთნის გზით მუშაობს’’-ამბობს უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის, აშშ-ს სამხედრო აივ პროგრამისა და აღმოცენების პროცესში მყოფი ინფექციური დაავადების განყოფილების ჰენრი ჯეკსონის სახელობის ფონდის დირექტორი, სანდჰია ვასანი. Უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტი ატარებს ცდებს კოვიდ-19 საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინაზე.

,,ისინი თქვენი ორგანიზმის იმუნურ სისტემას მოაქცევენ ისეთი რამის გავლენის ქვეშ, რაც ჰგავს იმ პათოგენს, რომლის თავიდან აცილებასაც ცდილობთ.’’ -ამბობს იგი. ,,თქვენი სხეული აყალიბებს იმუნურ პასუხს და ქმნის კონკრეტულ ანტისხეულებს, რომლებიც მიზანში ამოიღებენ ამ კონკრეტულ პათოგენს. Ხოლო მაშინ, როდესაც მოგვიანებით ნამდვილი პათოგენის წინაშე აღმოჩნდებით, თქვენი სხეულის მეხსიერების პასუხი ჩაირთვება და მას უკვე აქვს ინსტრუქცია, თუ როგორ შეებრძოლოს ამ პათოგენს.’’

Მეცნიერები ქმნიან სხვადასხვა ტიპის ვაქცინებს სხვადასხვა დაავადებისათვის. Ზოგიერთი დაავადებისათვის, მაგალითად წითელას, ჩუტყვავილასა და ყვითელი ცხელებისათვის, ისინი ქმნიან ვაქცინებს პათოგენის ცოცხალი, მაგრამ დასუსტებული (ატენუირებული) ფორმის გამოყენებით. Ეს პათოგენი შეიძლება იყოს ვირუსი, ბაქტერია ან სხვა ინფექციური აგენტი. Სხვა ვაქცინები, მაგალითად გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ინექციები, იქმნება მოკლული (ინაქტივირებული) პათოგენის გამოყენებით. Უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, პოლიომილიტის საწინააღმდეგო ვაქცინების დამზადების მეთოდმა ატენუირებული მიდგომის გამოყენებიდან ინაქტივირებული მიდგომის გამოყენებისაკენ გადაინაცვლა.

Კიდევ Სხვა გავრცელებული ორი მიდგომა გულისხმობს მიკრობის ფრაგმენტის ან მიკრობის მიერ წარმოებული ტოქსინის გამოყენებით იმუნური პასუხის გამოწვევას.

Კორონავირუსის ვაქცინები

Კორონავირუსის ვაქცინისათვის მეცნიერები ახალი მიდგომების ძიების პროცესში არიან. ,,ტექნოლოგიები მართლაც საოცრად განვითარდა, რაც საშუალებას გვაძლევს ვაქცინები დავამზადოთ ბევრი სხვადასხვა გზით, რომელიც შესაძლოა იყოს უფრო უსაფრთხო, მარტივი და რენტაბელური მასობრივი წარმოებისათვის.’’ ამბობს ვასანი. Ქვემოთ არის მოცემული სამი მაგალითი:

  • Კორონა ვირუსის ვაქცინებიდან ერთ-ერთი კლინიკური ცდების მესამე ფაზაში იყენებს მესენჯერ RNA-ად წოდებულ გენეტიკურ მასალას, რათა ინსტრუქცია მისცეს უჯრედებს, ადამიანის ორგანიზმშივე აწარმოონ კორონავირუსის ცილა, რომელსაც შემდგომში შეუძლია წარმოქმნას ანტისხეულები ნამდვილი ვირუსის წინააღმდეგ.

  • Მეორე მიდგომა კლინიკური ცდების მესამე ფაზაში გულისხმობს კორონავირუსისაგან აღებული გენის ჩასმას არარეპლიკაციურ ვირუსში, რომელიც შემდეგ ქმნის კორონავირუსის ცილას, რომელსაც შეუძლია იმუნური პასუხის გამოწვევა.

  • Მესამე მიდგომა მოიცავს კორონავირუსის ცილის შექმნას ლაბორატორიაში და მის ინკორპორირებას ვაქცინაში. Შემდეგ ეს ვაქცინა უკეთდება ადამიანს, რათა გამოწვეულ იქნას იმუნური პასუხი.

,,ყველა კვერცხის ერთ კალათში მოთავსება არ არის კარგი იდეა. Უმჯობესია, ბევრი რამ ვცადოთ.’’-ამბობს რიჩარდ ნოვაკი, ვინც ხელმძღვანელობს კორონავირუსის ერთ-ერთი ვაქცინის  კლინიკური ცდების მესამე ფაზას ილინოისის უნივერსიტეტში, ჩიკაგოში.

Პოტენციური ვაქცინების Უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შემოწმება კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ნდობის მოსაპოვებლად და ,, მცდელობა, რომ გავხადოთ ეს პროცესი შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად გამჭვირვალე, არის უმთავრესი ნაწილი ჩვენი ძალისხმევისა.’’ ამბობს ვასანი.

ეს სტატია დაწერილია ფრილანსერი მწერლის, ლინდა ვანგის მიერ.