თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამა „მე ვირჩევ ჩემს მომავალს“ ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართება (7 მარტი)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამა „მე ვირჩევ ჩემს მომავალს“ ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართება (7 მარტი)

 

7 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის დიდ სააქტო დარბაზში, 11:00 საათზე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი თსუ-ს სტუდენტებს სიტყვით მიმართავს.

შეხვედრა იმართება ნარკოტიკების მოხმარების შემცირების პროგრამა „მე ვირჩევ ჩემს მომავალს“ ფარგლებში. პროგრამის მიზანია სკოლის მოსწავლეების, უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ზოგადად ახალგაზრდობის ინფორმირება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მავნებლობის შესახებ.

პროგრამა „მე ვირჩევ ჩემს მომავალს“ ითვალისწინებს აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის სპეციალური აგენტის – ტრენერის მიერ პრეზენტაციის ჩატარებას და ახალგაზრდების ინფორმირებას ნარკოტიკების მოხმარებისგან თავის დაღწევის და პრევენციის მიზნით. შეხვედრა იმართება აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის, საერთაშორისო ნარკოტიკებისა და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ბიუროს, აშშ-სა და საქართველოს მეგობრობის ასოციაციის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით. პროგრამის ფარგლებში შეხვედრები უკვე გაიმართა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში.