ელჩი კელის კომენტარი მედიასთან შრომითი უფლებების რეფორმის კონფერენციაზე (9 ნოემბერი)

ელჩი კელის კომენტარი მედიასთან შრომითი უფლებების რეფორმის კონფერენციაზე (9 ნოემბერი)

კითხვა ღონისძიებასთან დაკავშირებით

ელჩი კელი: ჩვენ ძალიან გვამხნევებს ამ ღონისძიების ჩატარება, რადგან ეს არის დასტური იმისა, რომ შრომით გაერთიანებებს, მთავრობასა და დასაქმებულთა შორის დიალოგი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ამ პროცესში სრულად ვართ ჩართულები. ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო შრომის ორგანიზაციას, ფინანსურად დავეხმარეთ ამ რეკომენდაციების მომზადებას და რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებთ როგორ განვითარდება მოვლენები როდესაც პარლამენტში გადავა პროექტი განსახილველად. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ უკვე მოხარულები ვართ იმ პროგრესით, რომელსაც საქართველოს მთავრობამ მიაღწია.

კითხვა ევროპის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე „კონფლიქტი საქართველოში“

ელჩი კელი: მე ვიცნობ ანგარიშის ზოგად მონახაზს და რეკომენდაციებს. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ასეთ ანგარიშს. ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან შეშფოთებული იყო ადმინისტრაციულ ზოლზე საკონტროლო პუნქტების დახურვით, ასევე, იმ ადამიანების უკანონო დაკავებით რომლებმაც ადმინისტრაციული ზოლი გადაკვეთეს. რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ამ საკითხების წამოწევის ყველა დონეზე და ჩვენ მივესალმებით ამ ანგარიშს.