სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯეიმს ვოლში საქართველოს პოლიციას აღჭურვილობას გადასცემს და ახალი რეგიონული ინიციატივის შესახებ საუბრობს (8 თებერვალი

IMG_98198 თებერვალს აშშ-ის ელჩმა იან კელიმ და სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საკითხებში ჯეიმს ვოლშმა საქართველოს საპატრულო პოლიციას 19 სამანქანო კომპიუტერი გადასცეს. კონპიუტერები, რომელიც ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების ბიურომ (INL) შეიძინა, პოლიციელებს ძებნილი პირებისა და მოპარული ნივთების, აგრეთვე სამსახურეობრივი ზარების შესახებ ინფორმაციასთან დაუყოვნებელი წვდომის საშუალებას მისცემს. ინფორმაცია პოლიციის შედეგიანი მუშაობისათვის სასიცოცხლოდაა აუცილებელი. ეს კომპიუტერები საზოგადოების სამსახურისთვის საჭირო ინფორმაციის სწრაფ გადაცემას და მოპოვებას შეუწყობენ ხელს. კომპიუტერების საერთო ღირებულება დაახლოებით 85 ათასი დოლარია.

IMG_9793სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ვოლშმა განაცხადა, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების ბიურო (INL) საქართველოს ინიციატივას, შექმნას პოლიციის ლიდერთა და მართვის რეგიონული საწვრთნელი ბაზა, 500 ათასი დოლარით დაეხმარება. შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის ბაზაზე, საწვრთნელ კურსებს მთელ რიგ დისციპლინებში ამერიკელი ინსტრუქტორები გაუძღვებიან. ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების ბიუროს განზრახული აქვს, კურსებზე სომეხი, მოლდოველი, უკრაინელი და ტაჯიკი პარტნიორები მოიწვიოს.

 

პასუხად ჟურნალისტთა კითხვაზე ტელეკომპანიამაესტროშიგანვითარებული მოვლენების შესახებ

ელჩი კელი: „ვფიქრობ, ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ქართული დემოკრატიის წარმატება. ამ თვალსაზრისით წლევანდელი წელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შემოდგომაზე არჩევნები გაქვთ. ჩვენი ამოცანაა, დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე მოღვაწე ყველა განსხვავებულ პოლიტიკურ [აქტიორს] ხელი მიუწვდება მედიაზე და საარჩევნო კამპანიისას თითოეული მათგანის ხმა ისმის. რა თქმა უნდა, ამ წუხილის გამო საელჩოში გვაინტერესებს საქმეები, რომელიც მედია გარემოს ეხება. ამიტომაც ვითხოვეთ მაესტროს წარმომადგენლებთან საუბარი გასულ კვირას.“

„ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ ვაკვირდებით ვითარებას. ამიტომ კმაყოფილი დავრჩით ამ კონკრეტული საქმის რამდენიმე მონაწილესთან საუბრით. რაც დრო გადის, ვფიქრობ, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ შექმნილი იქნება – როგორც ჩვენ ვამბობთ – თანაბარი სათამაშო გარემო იმ დროისთვისს, როდესაც ქართველი ამომრჩეველი შემოდგომაზე ხმის მისაცემად გაემართება.“