INL-ის მხარდაჭერით აჭარის სამართალდამცავებს ოჯახში ძალადობის თემაზე 24-28 ოქტომბერს სასწავლო კურსი ჩაუტარდათ (24 – 28 ოქტომბერი)

Training Participants posing together with INL Instructors. Photo: State Dept
ტრეინინგის მონაწილეების ჯგუფური ფოტო INL-ის ინსტრუქტორებთან ერთად. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი
ტრეინინგის მონაწილეების ჯგუფური ფოტო INL-ის ინსტრუქტორებთან ერთად. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი
ტრეინინგის მონაწილეების ჯგუფური ფოტო. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი
ტრეინინგის მონაწილეების ჯგუფური ფოტო. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

INL-ის მხარდაჭერით აჭარის სამართალდამცავებს ოჯახში ძალადობის თემაზე 24-28 ოქტომბერს სასწავლო კურსი ჩაუტარდათ (24 – 28 ოქტომბერი)

ა.შ.შ საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო (INL) აგრძელებს სამართალდამცავების ტრეინინგს ოჯახში ძალადობის თემაზე. 24-28 ოქტომბერს, INL-ის დაფინანსებით ბათუმში, აჭარის პოლიციის ოფიცრებისთვის ორი სასწავლო კურსი ჩატარდა თემაზე: ოჯახში ძალადობის გამოძიება და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება. აჭარის საპატრულო პოლიციის, უბნის ინსპექტორთა და კრიმინალური პოლიციის 40-ზე მეტი წარმომადგენელი გაეცნო ა.შ.შ.-ს სამართალდამცავი უწყებების საუკეთესო პრაქტიკას ოჯახში ძალადობაზე რეაგირებაზე, მათ შორის, დაზარალებულთა კოორდინატორებთან კოორდინაციაზე, გამოკითხვის ტექნიკაზე, გამოძიებასა და პოლიციელის პირადი უსაფრთხოების უნარებზე. აღნიშნულ ორ კურს უძღვებოდნენ სიეტლისა და კოვინგტონის პოლიციის დეპარტამენტების პოლიციელები და დაზარალებულთა კოორდინატორები. INL მოწადინებულია გააგრძელოს თანამშრომლობა ადგილობრივ პარტნიორ უწყებებთან, რათა ამგვარად ებრძოლოს უსამართლობას და ხელი შეუწყოს სამართლიანი, კანონიერი და ანგარიშვალდებული საკანონმდებლო და სასამართლო სისტემების ჩამოყალიბებას.