INL-ი მხარს უჭერს ქალი სამართალდამცავების განვითარებას საქართველოში

აშშ-ის საელჩო და „ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიურო“ (INL) ამაყობს, რომ მხარს უჭერს ქალი სამართალდამცავების განვითარებას  საქართველოში. ჩვენი მხარდაჭერით, მიმდინარე კვირის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენელი 11 სამართალდამცავი ქალი მონაწილეობას იღებს „პოლიციელ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის“ (IAWP) 59-ე ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც კანადაში, ონტარიოს პროვინციის ქალაქ ნიაგარა ფოლსში იმართება. პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს დელეგაცია ასეთ პრესტიჟულ საერთაშორისო კონფერენციას  ესწრება. აღნიშნულ ღონისძიებაზე ისინი მსოფლიოში ცნობილიმომხსენებლებისგან ისეთ სხვადასხვა თემაზე იღებენ ინფორმაციას, როგორიცაა ლიდერობა, კეთილდღეობა და გამძლეობა, თანასწორობა, მრავალფეროვნება და ინკლუზია, ტექნოლოგიადა საქმეების გამოძიების მაგალითების განხილვა შესწავლა. INL სიამაყით განაგრძობს მხარდაჭერას  ამ სფეროში, რამდენადაც ჩვენი მიზანია ქალი სამართალდამცავების გაძლიერება და ერთმანეთთან დაკავშირება საქართველოში, ასევე, მათი წარმომადგენლობის გაზრდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე  თავიანთ ორგანიზაციებში.