Flag

An official website of the United States government

ავტორი
17 წუთიანი საკითხავი
დეკემბერი 16, 2022

სისხლის სამართლის გამოძიების საბაზისო კურსი

აშშ-ის საელჩო და ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიურო  (INL) განაგრძობს  შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარების მხარდაჭერას სხვადასხვა ტრენინგების საშუალებითრომლებიც მიზნად ისახავს მათი საგამოძიებო,  პატრულირებისხელმძღვანელობისა თუ სხვა აუცილებელი საპოლიციო უნარების გაძლიერებას.

45 სამართალდამცავმა შსს საგამოძიებო და სხვადასხვა დეპარტამენტებიდან გაიარა აღნიშნული  საბაზისო კურსი სისხლის სამართლის გამოძიების  შესახებ ამა წლის 5-16 დეკემბერს ბათუმსა და თბილისშიტრენინგი ჩაატარეს ილინოისის შტატის პოლიციის (ISP) ინსტრუქტორებმარომლებმაც ინტერაქტიული და 

პრაქტიკული მეცადინეობების  საშუალებით მონაწილეებს გაუზიარეს ეფექტური საგამოძიებო მეთოდების  შესახებრომლებიც აუცილებელია ისეთი დანაშაულის გამოძიებისთვისროგორიცაა მკვლელობაინტერნეტის საშუალებით ბავშვის წინააღმდეგ დანაშაულიადამიანით ვაჭრობა და სხვა

აღნიშნული ტრენინგი განხორციელდა INL-სა და ISP- შორის ერთობლივი შეთანხმებისფარგლებშირომლის მთავარი მიზანია მხარი დაუჭიროს საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანოებსმართლმსაჯულების სექტორის რეფორმას და ანტიდანაშაულებრივ ძალისხმევას მთელ  მსოფლიოში.

INL გეგმავს ილინოისის შტატის პოლიციასთან პარტნიორობის გაგრძელებას მომავალ წელსრათა უფრო მეტიმრავალფეროვანი ტრენინგები შესთავაზოს ქართველ სამართალდამცავებს.