ნიუ იორკ თაიმსის ბესტსელერი ავტორი აიზეკ მარიონი საქართველოს ეწვევა (25 მაისი)

ნიუ იორკ თაიმსის ბესტსელერი ავტორი აიზეკ  მარიონი საქართველოს ეწვევა (25 მაისი)

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოხარულია, რომ მოიწვია აიზეკ  მარიონი, ნიუ იორკ თაიმსის ბესტსელერი ავტორი თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად.  30 მაისს, მწერალთა სახლში, ბატონი მარიონი გააკეთებს პრეზენტაციას მის სადებიუტო რომანზე „თბილი სხეულები“  და მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში მხატვრულ  მწერლობასა და მარკეტინგზე.  მწერალთა სახლის მისამართია თბილისი, ივანე მაჩაბელის 13.

აიზეკ მარიონი გაიზარდა ამერიკან პასიფიკ ნორსთვესტში  [American Pacific Northwest], მუშობდა გათბობის მემონტაჟედ, მცველად, ობოლ ბავშვთა სახლებში ვიზიტორების სუპერვაიზორად სადებიუტო რომანის გამოცემამდე 2010 წელს, რომელიც ნიუ იორკ თაიმსის ბესტსელერად იქცა და აგრეთვე საფუძვლად დაედო ფილმის სცენარს.  რომანი ითარგმნა ოცდახუთ ენაზე.  აიზეკი ცხოვრობს სიეტლში კატა უოტსონთნ ერთად, წერს მხტვრულ ლიტერატურას, მუსიკას და იღებს ფოტოებს.