An official website of the United States government
Official websites use .gov
A .gov website belongs to an official government organization in the United States.
Secure .gov websites use HTTPS
A lock (
) or https:// means you’ve safely connected to the .gov website. Share sensitive information only on official, secure websites.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით აშშ-ის საელჩოში დასაქმებით. არსებული ვაკანსიების სანახავად და განაცხადის შესატანად, გთხოვთ, ეწვიოთ შერჩევის ახალ ელექტრონულ აპლიკაციას (ERA).
დაინტერესებული კანდიდატების მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე განაცხადების შეტანა უნდა მოხდეს, მხოლოდ, ERA-ს აპლიკაციის მეშვეობით.
დიპლომატების და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საკითხებზე მომუშავე ოფისს ყავს სპეციალური პროფესიონალთა ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს დიპლომატების ოაჯახის წევრებისთვის სამუშაო შესაძლებლობებისა და საინფორმაციო წყაროების გაფართოებას, როგორც აშშ-ში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. შეიტყვეთ მეტი ინფორმაცია ჩვენს შესახებ ან დაიწყეთ თქვენი კარიერის დაგეგმვა.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, საკონსულოსა და დიპლომატიურ მისიაში წარმატებული საქმიანობისთვის, საზღარგარეთ მომუშავე პირებს უნდა გააჩნდეთ შემდეგი თვისებები/უნარ-ჩვევები.successful member of the United States Embassy, Consulate, or Mission team.
მიუხედავად იმისა, სტუდენტი ხართ თუ ასპირანტი და ხართ ამერიკის საგარეო პოლიტიკის მხარდამჭერი სტაჟირების ან სტიპენდიის პროგრამით დაინტერესებული, თქვენთვის არსებობს უსაზღვრო შესაძლებლობები. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ აშშ-ს საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის საკითხებს, მიიღოთ ინფორმაცია კარიერული შესაძლებლობების შესახებ და ამერიკის მსოფლიოსთვის წარდგენის პროცესში შეიძინოთ უაღესესად მნიშვნელოვანი უნარები.
მობილური აპლიკაცია სახელმწიფო დეპარტამენტის კარიერისთვი
მიიღეთ დეტალური ინფორმაცია დიპლომატიური სამსახურის ოფიცრის, დიპლომატიური სამსახურის სპეციალისტის, სახელმწიფო სამსახურის სფეროში არსებული კარიერული შესაძლებლობებისა და საკონსულოს სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების შესახებ.
კარიერული დიპლომატები არიან ამერიკაში მოღვაწე დიპლომატიური სამსახურის კარიერული ოფიცრები და სპეციალისტები, რომლებიც გასცემენ რეკომენდაციებს და რჩევებს კარიერის, სტაჟირების და სტიპენდიის კუთხით არსებული შესაძლებლობების შესახებ, მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელთა სამსახურშიც თავად იმყოფებიან.
დიპლომატიური სამსახურის კარიერული შესაძლებლობები
დიპლომატიურ სამსახურში მყოფი ამერიკელი დიპლომატის მისიას წარმოადგენს მშვიდობის ხელშეწყობა, ამერიკელი მოქალაქეების კეთილდღეობისა და დაცვის უზრუნველყოფა და ამავე დროს, ამერიკის ინტერესების გატარება საზღვარგარეთ. თუ თქვენ გიზიდავთ სახელმწიფო სამსახური და გსურთ წარმოადგენდეთ ამერიკას მთელ მსოფლიოში, თქვენ გელოდებათ რთული, მაგრამ ამავე დროს შესანიშნავი კარიერა. სხვადასხვა კულტურის, ტრადიციისა და ეროვნების მქონე ხალხის გაცნობისა და მათთან მუშაობის შესაძლებლობა მართლაც უნიკალურს ხდის აღნიშნულ კარიერას. თქვენს მიერ შესრულებულ სამუშაოს გავლენა ექნება მსოფლიოზე. თქვენ მუშაობას გთხოვენ ამერიკაში, აფრიკაში, ევროპაში, აზიაში, აღმოსავლეთ აზიაში, წყნარი ოკეანის რეგიონში, შუა აზიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკაში არსებული 270 საელჩოდან, საკონსულოდან და სხვა დიპლომატიური მისიებიდან ნებისმიერში. ჩამოთვლილიდან გარკვეული მისია ოპერირებს საკმაოდ რთულ ან სახიფათო გარემოში, რომლებშიც მუშაობა დაკავშირებულია დიდ გამოწვევებთან, მაგრამ ამავე დროს არის ძალიან დაფასებულიც.
თანამშრომელთა შერჩევის ელექტრონული აპლიკაცია (ERA)-ს მეშვეობით გადაირჩევა ის აპლიკაციები, რომლებიც
დაგვიკავშირდით: (995 32) 227-7000
არასამუშაო დროს, დაგვიკავშირდით: 032 227-7000
გადაუდებელი დახმარება: (995-32) 227-7000
გადაუდებელი შემტხვევების კონტაქტები მიიღეთ მოგზაურობის შესახებ შეტყობინებები ბავშვთა საერთაშორისო გატაცება აშშ-ის მოქალაქის დაპატიმრება აშშ-ის მოქალაქის გარდაცვალება დანაშაულის მსხვერპლი გადაუდებელი ფინანსური დახმარება