საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის უწყებათაშორისი საბჭოს შეხვედრა (18 ნოემბერი)

საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის უწყებათაშორისი საბჭოს შეხვედრა (18 ნოემბერი)

18 ნოემბერს, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი შეხვდა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის უწყებათაშორისი საბჭოს წევრებს. შეხვედრაზე განიხილეს ცენტრის მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო განვითარების გეგმები. საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი არის უწყებებს შორის კოორდინაციის ცენტრი, რომელიც ემსახურება საქართველოს საზღვაო საფრთხეების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენას, იდენტიფიცირებასა და მათზე რეაგირებას ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და გავრცელების ინტეგრირებული მეთოდით. ეს ცენტრი ასრულებს გადამწყვეტ როლს საქართველოს საზღვაო უსაფრთხოებასა და თავდაცვაში, ასევე, შავი ზღვის საზღვაო სივრცის უკეთ გაცნობაში. აშშ-ის „ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების“ პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა ცენტრი, აღიჭურვა ინვენტარით და გადამზადდა მომსახურე პერსონალი. ამ პროგრამის ფარგლებში გრძელდება ცენტრის ოპერაციული შესაძლებლობების გაუმჯობესება.