ერთობლივი საზღვაო ოპერაციების სწავლება ბათუმში

სანაპირო უსაფრთხოების შემთხვევებზე რეაგირებაში საქართველოს დასახმარებლად ამერიკის საელჩომ მხარი დაუჭირა ბათუმში ერთობლივი საზღვაო ოპერაციების სწავლებას. საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენლებმა მენტორობა გაუწიეს მონაწილეებს და იზრუნეს სწავლებისთვის საჭირო აღჭურვილობაზე. მონაწილეებს შორის საქართველოს არაერთი სახელმწიფო უწყება იყო, მათ შორის: სანაპირო დაცვა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საბაჟო, რომელთა კოორდინაციის გაუმჯობესებით უფრო სწრაფად და ეფექტიანად მოხდება რეაგირება სანაპირო უსაფრთხოების შემთხვევებზე.